აჭარაში დღეს ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 4 ათასი პისიარტესტის შესწავლის შემდეგ 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კლინიკებში 480 პირი მკურნალობს, 600-ზე მეტი კი, კოვიდსასტუმროში იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
დღესვე, გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს ორი პაციენტი, კოვიდსასტუმრო კი დატოვა 82-მა გამოჯანმრთელებულმა.
დღის განმავლობაში პაციენტთა გამოჯანმრთელებას კიდევ ელოდებიან.
1tv.ge