აჭარაში კარდიოქირურგიული სერვისები სრულად ფინანსდება

აჭარაში კარდიოქირურგიული სერვისები სრულად ფინანსდება

access_time2022-12-08 20:00:54

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს - გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის კარდიოქირურგიული (გეგმიური, ურგენტული) ოპერაციები სრულად ფინანსდება. აღნიშნული ცვლილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მიხედვით დაფინანსების ახალი მექანიზმის ამოქმედებამ განაპირობა.


კერძოდ, ცვლილება განაპირობა DRG-ის ფარგლებში აღნიშნული სერვისების საბაზისო ღირებულების განსაზღვრამ, დარჩენილ თანაგადახდას კი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გულის ქირურგიის პროგრამით ფარავს. საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროების პროგრამების ფარგლებში, ასევე გარკვეული სოციალური კატეგორიის მოქალაქეებისათვის სრულად ფინანსდება გეგმიური გულის ან/და კორონალური არტერიების ანგიოგრაფია. აღნიშნული ცვლილებები მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა.


2023 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს - გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, გაიზრდება ზოგიერთი კარდიოლოგიური სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროცენტული წილი - რომელიც არ არის განსაზღვრული DRG მეთოდით და დაფინანსდება 80- დან 100 % -ის ფარგლებში. ასევე, გაიზრდება იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 90%-მდე, რომლიც ფინანსდება DRG მეთოდით განსაზღვრული საბაზისო ღირებულების ფარგლებში, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო ბენეფიციარი ვერ ხვდება ზემოთ აღნიშნულ პროგრამაში.



აღნიშნულ სიახლეებთან და სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი პროგრამების შესახებ, დღეს მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფლის ექიმებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს ესაუბრა.


მინისტრის განმარტებით, 2023 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 4 000 000 ლარამდე გაიზრდება და 32 735 000 ლარი იქნება. შესაბამისად გაიზრდება პროგრამების ბიუჯეტი და მოსარგებლეთა რაოდენობა, ასევე ამოქმედდება რამდენიმე ახალი პროგრამა.
,,სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა, ხარისხის გაუმჯობესება. ამიტომ, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები თავისი შინაარსითა და მოცულობით სწორედ ამ აქცენტებზეა აგებული.


შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი სიახლეები და ცვლილებები, ასევე განვიხილეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს DRG მოდელისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თანადაფინანსების მეთოდი გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის“ მაგალითზე, - აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.


მოავალ წელს პირველად დაფინანსდება, ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა, ახალი თაობის ანტიანგიოგენური პრეპარატებით. დაიწყება ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება. ასევე, პირველად დაიწყება შშმ სტატუსის მქონე 1 წლამდე ბავშვის მშობლის და ოსრულის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 2000 ლარის ოდენობით.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up