აჭარაში იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც ბავშვებში ტყვიის შემცველობის შემცირებას ისახავს მიზნად

აჭარაში იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც ბავშვებში ტყვიის შემცველობის შემცირებას ისახავს მიზნად

access_time2020-08-14 13:31:28

ბათუმში ტყვიის პროექტის - ,,მიღწევები და პერსპექტივები" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას აჭარის რეგიონში ბავშვებში ტყვიის შემცველობის ნაკლებობით არსებულ გამოწვევაზე და მისი გადაჭრის სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება.


,,აჭარაში ტყვიის შემცველობა, განსაკუთრებით ბავშვებში, არის დასაშვებ ნორმაზე მაღალი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ყველაფერზე მომხდარიყო მყისიერი რეაგირება. როცა საქმე ეხება ბავშვებს, მომავალ თაობას, ჩვენი ყველას მოვალეობაა, ამ ყველაფერზე გვქონდეს ადექვატური რეაქცია. აჭარაში იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც 2-7 წლამდე ბავშვებში ტყვიის შემცველობის შემცირებას ისახავს მიზნად.


აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრის, UNICEF-ის და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით იწყებს საპილოტე პროექტს.


წელს აჭარის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ შესაბამისი რესურსი, რომელიც დაგვეხმარება დავიწყოთ სიღრმისეული კვლევები. პირველი სამიზნე ჯგუფი გახლავთ ორსული ქალბატონები. მიხარია, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო იქნება ერთ-ერთი პირველი უწყება, რომელიც ძალიან მყისიერად დაიწყებს ამ გამოწვევასთან ბრძოლას" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.



2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში (2-7 წლის ასაკის ბავშვები) საქართველოში ბავშვების 41 %-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აღმოაჩნდა. მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრები ბავშვების სისხლში.


ამ პრობლემის გადასაჭრელად შემუშავდა ეტაპობრივი სტრატეგია, გაეროს ბავშვთა ფონდი ტყვიით დაბინძურების შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად აჭარის მთავრობასთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობს.


2020 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას განახორციელებს, რომელიც ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას უზრუნველყოფს.


კონფერენციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, აჭარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს და ესტონეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ


თეგები:
აჭარა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up