აჭარაში, „გოდერძის ალპური ბაღის“ გახსნა 1 წლით გადაიდო

აჭარაში, „გოდერძის ალპური ბაღის“ გახსნა 1 წლით გადაიდო

access_time2018-08-11 10:00:24

აჭარაში, „გოდერძის ალპური ბაღის“ გახსნა 1 წლით გადაიდო. როგორც „კომერსანტს“ „გოდერძის ალპური ბაღის“ მენეჯერმა, თემურ ვასაძემ განუცხადა, ბაღი ახლა უნდა გახსნილიყო, თუმცა,გაჭიანურებული სამუშაოების გამო  მისი გახსნა მომავალი ზაფხულისთვის გადაწყდა.



გარდა ამისა, როგორც ვასაძე აცხადებს, ბაღის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურისტულ-რეკრეაციული ბაღი მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედეს, როცა ყველა ტიპის სამუსაოები დასრულებული იქნება. მათ შორისაა, მცენარეების კონსერვაციაც.


 

როგორც ვასაძე აცხადებს, ამ დროისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და  დიდი ალბათობით, მომავალი წლის აგვისტოში ოფიციალურად გაიხსნება.


 

მისი ინფორმაციით, ბაღს ოთხი ძირითადი დანიშნულება ექნება - მცენარეთა კოლექციის თავმოყრა, მცენარეთა კონსერვაცია, ეკოგანათლება და სოფლად ტურიზმის განვითარება: „ასევე, აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმისკენ, რომ სუბალპური ტყის ზოლის აღდგენა  დავიწყოთ.“




მისივე ინფორმაციით, ალპურ ბაღში ქვის ბაღები გაშენდება, რომელიც მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის ანალოგი იქნება, თუმცა ქართული ტრადიციული ელემენტებით შევსებული.



„ბაღში უკვე დავიწყეთ ალპინარიუმის გაშენება, კერძოდ ქვის ბაღების მშენებლობა. ამისთვის მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის ქვის ბაღების სპეციალისტი გვყავდა მოწვეული და ფრაგმენტი უკვე შევქმენით. მისი დახმარებით ადგილობრივი სპეციალისტების გადამზადებაც მოხდა  ეს იქნება მიუნჰენის ბაღის ანალოგი, თუმცა განსახვავებული, რადგან ქართული ტრადიციული და ასევე, კავკასიური ელემენტებით იქნება გაშენებული“, - განაცხადა ვასაძემ.



რაც შეეხება ინვესტიციას, რომელიც ალპური ბაღის გაშენებისთვის ჯამი 2.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.  ვასაძის განცხადებით, ძირითადი დონორია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), რომელიც აფინანსებს მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებულ „კავკასიის ალიანსების პროგრამას“ ((ALCP). ერთ-ერთი დონორია  „აჭარის წყალი ჯორჯია“, რომელთანაც საგრანტო  ხელშეკრულება გაფორმდა.



ახალი ტურისტულ-რეკრეაციული ბაღის გაშენების შესახებ პრეზენტაცია აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ 2  წლის წინ გამართა. ალპური ბაღი გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ, ე.წ. შქერნალის ტერიტორიაზე, კურორტ ბეშუმთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩრდილო აღმოსავლეთით შენდება.


 

 როგორც მაშინ ითქვა, ხულოში ახალი ალპური ბაღის არსებობა ხელს შეუწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმის განვითარებას, მაღალმთიან აჭარაში არსებული ტურისტული მარშრუტების გამრავალფეროვნებას,სუბალპური ტყეების აღდგენითი ღონისძიებებისათვის სარგავი მასალის მიწოდებას. ბაღი ბეშუმის საზაფხულო კურორტისათვის სარეკრეაციო ფუნქციას შეიძენს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 






“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ
access_time2019-05-20 17:00:16
წელიწადზე მეტია, რაც საპარკინგე ადგილების ადმინისტრირება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა არჩევნებამდე დაპირებული პარკირების  პრობლემა არათუ მოგვარდა, კიდევ ურო დამძიმდა. უამრავ მიზეზებთან ერთად “კომერსანტთან“ ექსპერტები ე.წ. სტაიანშიკებსაც ასახელებენ, რომლებიც დედაქალაქში თვითნებურად მუშაობენ და საკუთარ წესებს ადგენენ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამ თემაზე...

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო
access_time2019-05-20 13:25:06
ა/წ 17მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა და სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს სასტუმროების ქსელის განვითარების ახალი მიმართულებისკონცეფცია წარუდგინა. ამ ეტაპზე, სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1,000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს.სრული ინვესტიცია სასტუმროების განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up