აჭარაში გიდების გადამზადება მიმდინარეობს

აჭარაში გიდების გადამზადება მიმდინარეობს

access_time2018-05-16 17:42:41

ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში აჭარაში გიდებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. 50-მდე დამწყები და მოქმედი გიდის გადამზადება ბათუმის, ქედისა და მაჭახელას ტურისტული მარშრუტების მიმართულებით 1 მაისიდან დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დღეს ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა და მათ გიდის პროფესიის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

"ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდებთან აქტიური მუშაობა ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ. 100-მდე მოქმედი და დამწყები გიდი ბათუმის, დაცული ტერიტორიების, ქედის, მაჭახელისა და მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით გადავამზადეთ. პროექტი წარმატებულია, რადგან მასში ჩართული გიდების 70% დასაქმდა და ანხორციელებდა ტურებს სხვადასხვა ტურისტული მარშრუტის მიმართულებით. ჩვენ წელსაც გავაგრძელეთ ტრენინგები მასზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე და ვიმედოვნებთ, რომ რეგიონში გიდებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზები ეტაპობრივად აღმოიფხვრება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანები, რომლებიც ტურისტებთან ყველაზე მეტ დროს ატარებენ იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, რათა მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და რეგიონის შესახებ," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა გიდებთან საუბრისას.

 

ერთთვიანი ტრენინგ-კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, ასევე ტურისტულ მარშრუტებზე საველე გასვლებს ითვალისწინებს. ტრენინგის მონაწილეები ეთნოგრაფიას, ექსკურსმცოდნეობას, გიდის ფსიქოლოგიას, პირველად დახმარებას, არქიტექტურას, ქართულ ფოლკლორს, საქართველოს, ბათუმის ისტორიას სწავლობენ და უშუალოდ მარშრუტებზე პრაქტიკული ტურებისას იქ არსებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, სერვისებსა და მუზეუმებს ეცნობიან.


 

ბათუმის ტური ქალაქში არსებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ძმების ნომებელების, მხარეთმცოდნეობის, არქეოლოგიურ მუზეუმებს, ბოტანიკურ ბაღსა და გონიოს ციხეს მოიცავს. ქედის ღვინის მარშრუტი სოფელ ვაიოს, პირველი მაისის, დანდალოსა და გეგელიძეების ღვინის მარნებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და აჭარულ ღვინის სახლს ითვალისწინებს. მაჭახელას ტურისტული მარშრუტი კი მაჭახელას ეროვნულ პარკსა და მაჭახელას თოფის გზას მოიცავს. ტრენინგებს ეთნოგრაფები, ისტორიკოსები და პროფესიონალი გიდები ატარებენ. მაისის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს სპეციალური კომისია შეაფასებს.

 

 

 

 




გია ნოდია: ივანიშვილი აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და "ოცნებას" არ ენოდბა

გია ნოდია: ივანიშვილი აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და
person access_time2018-08-16 19:38:45
პოლიტოლოგი გია ნოდია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება რომ მმართველ პარტიას არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე ორმაგი აბუჩად აგდებაა. როგორც პოლიტოლოგი Facebook-ში წერს, ის ერთი მხრივ აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხოლო მეორე მხრივ "ქართულ ოცნებას", რომელსაც უნდობლობას უცხადებს.   ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არ დააყენოს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, ორმაგი აბუჩად აგდებაა. ერთი მხრივ ის აბუჩად იგდებს პრეზიდენტის...

კომპანია „სფერო დეველოპმენტი“ „სვეტის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

კომპანია „სფერო დეველოპმენტი“  „სვეტის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
person access_time2018-08-16 18:31:58
 „სფერო დეველოპმენტი“, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წინააღმდეგ, რომელთანაც მიმდინარე წლის მაისში ნასყიდობის  წინარე ხელშეკრულება გააფორმა, სამართლებრივ დავას...

პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, მაგრამ მიღებას ისევ აჭიანურებს

 პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, მაგრამ მიღებას ისევ აჭიანურებს
person access_time2018-08-16 20:00:00
ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ ლევან გოგიჩაიშვილმა „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონპროექტში მორიგი ცვლილებების შეტანა დაანონსა. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უკვე შეთანხმებულია და მნიშვნლოვნად გადამუშავდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი. ცნობილია, რომ  ცვლილებები პარლამენტის პლენარულ...

სებ: ლარი 3 თეთრით გამყარდა

სებ: ლარი 3 თეთრით გამყარდა
person access_time2018-08-16 16:53:00
...

შრომის უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება

შრომის უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება
person access_time2018-08-16 16:55:31
შრომის ინსპექტორის უფლებები გაიზრდება და  უსაფრთხოების კონტროლს  ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება.  ეს იმას ნიშნავს, რომ 1 აგვისტოდან ამოქმედებული ნორმები მხოლოდ  მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე არ...


მსგავსი სიახლეები

up