აჭარაში და ეპიდაფეთქების კერებში ნამყოფ ყველა პედაგოგს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

აჭარაში და ეპიდაფეთქების კერებში ნამყოფ ყველა პედაგოგს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

access_time2020-09-10 22:40:09

აჭარაში და ეპიდაფეთქების კერებში ნამყოფ ყველა პედაგოგს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, განათლების სამინისტროდან უკვე მიღებული აქვთ პედაგოგთა სიები და გასატესტი 2300-მდე პირია.

„ყველა პედაგოგის ტესტირება საკმაოდ რთულია, რადგან 45 ათასი პედაგოგია საქართველოში და ერთ კვირაში მათი ტესტირება საკმაოდ რთულია. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მოგვცეს დავალება და დაახლოებით ერთი საათის წინ მივიღე სიები, რომ აჭარაში და ეპიდკერებში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამყოფი ყველა პედაგოგი გაიტესტოს. თუ არ ვცდები ასეთი 2300-მდე პედაგოგია, ვინც 20 აგვისტოს შემდგომ იყვნენ აჭარაში და სხვა ეპიდაფთქების ზონებში. შევეცდებით მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში მათ ტესტირება ჩავუტაროთ. განათლების სამინისტრომ როგორც გითხარით, ერთი საათის წინ მოგვაწოდა სიები და ახლა ჩემი თანამშრომლები მუშაობენ რაიონების მიხედვით მათ სელექციაზე. შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტში მოიწვევენ ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ამ პედაგოგებს და აუღებენ ბიოლოგიურ ნიმუშებს. ვეცდებით, ყველა მათგანის ტესტირება სწავლის დაწყებამდე ჩატარდეს.

შემდგომ ეტაოპზე იგეგმება პედაგოგების რანდომული, ანუ შემთხვევითი პრინციპით შერჩეული ტესტირება. ამის პროგრამა კეთდება, რომ შემთხვევით შერჩეული ყოველი მე-5 თუ ყოველი მე-10 პედაგოგი გაიტესტოს. ასეთი ტიპის ტესტირებას დავიწყებთ ალბათ, მომავალი ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ არა მასობრივ ტესტირებას. დღეს გვქონდა ტესტირების პიკური მაჩვენებელი, 9 ათასამდე იყო დღეს დილისთვის 24 საათში ტესტირებულთა რაოდენობა. ეს ლაბორატორიებისთვის დატვირთვაა, მაგრამ ჯერჯერობით უძლებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.



IPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up