აჭარაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობით მშენებლობის სექტორს ენერგეტიკამ გაუსწრო

აჭარაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობით მშენებლობის სექტორს ენერგეტიკამ გაუსწრო

person access_time2016-02-14 12:00:29

 

აჭარაში ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციები ბოლო წლებში მზარდი ტენდენციით იცვლება და თუ წინა წლებში წამყვან პოზიციებზე  ტურიზმი და მშენებლობა იყო, წელს უკვე ენერგეტიკის სფეროს გაძლიერება შეიმჩნევა. ამის შესახებ „კომერსანტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.


რა პროექტები განხორციელდება წელს აჭარაში და რას აცხადებენ სამინისტროში პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ, რომელშიც გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის მთავრობას ახალი პროექტების განხორციელების დაჩქარების თხოვნით მიმართა. „კომერსანტის“ კითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უპასუხეს.


- 2016 წელს რა საინვესტიციო პროექტები განხორციელდება აჭარის მასშტაბით?


- აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ბათუმში 2014  წელს პირველი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ჩატარდა. უწყების ორგანიზებით 2014-2015 წლებში საზღვარგარეთ 5 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, თურქეთი,ბელარუსი) და ასევე საქართველოში 4 საინვესტიციო ფორუმი მოეწყო. 2016 წელს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის კიდევ უფრო აქტიური კამპანია იგეგმება. 26 თებერვალს დაგეგმილია ამ წლის პირველი ბიზნეს ფორუმი პოლონეთში, ქ. ვროცლავში.

 

ინვესტორებთან ყოველი მსგავსი ფორმატის შეხვედრები,რეგიონში ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყებას უწყობს ხელს.

 

აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს სამიზნე ქვეყნებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებს პერიოდულად ვაცნობთ და საკმაოდ პოზიტიურია ის ფაქტი, რომ რეგიონისადმი ინტერესი ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკმაოდ მაღალია.

 

რეგიონის ეკონომიკური ზრდისათვის მნიშვნელოვანი იყო პრივატიზაციის შედეგად მსხვილი საინვესტიციო პროექტების დაწყება, რომლებიც ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას:

 

1 მალე ბათუმში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი „ქორთიარდ მარიოტი“ დაიწყებს ფუნქციონირებას. ბრენდი ოპერირებას შპს ,,ალიანსის"  150 ნომრიან სასტუმროს გაუწევს. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 30 000 000 დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება; სასტუმროს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება, ბრენდი კი ოფიციალურად 2019 წლიდან დაიწყებს ფუნციონირებას.

 


2 იწყება „მეტრო ატლას ჯორჯიას“ მიერ არანაკლებ 200–ნომრიანი სასტუმროსა და სამორინეს მშენებლობა, ახალი პროექტის მიხედვით აჭარაში  20 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება;

 

3 დაიწყება შპს „ეიერ-მერიდიანსის“ მიერ არანაკლებ 220 ნომრიანი სასტუმროს, არანაკლებ 600 აპარტამენტის, სამორინეს, საკონფერენციო დარბაზის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტების მშენებლობა, აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 30 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება;

 

4 დაპროექტდა „გმირთა ხეივნის“ ტერიტორია, რაც ახალი მშენებლობების და ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას იძლევა. ამ ეტაპზე უკვე გასხვისებულია 3 მიწის ნაკვეთი, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება არანაკლებ 31 მლნ აშშ დოლარია. ტერიტორიაზე მშენებლობები წელს დაიწყება.

 

5  წელს იწყება 20 000 მაყურებელზე გათვლილი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და UEFA-ს სტანდარტებით აშენდება. გარდა საფეხბურთო მატჩებისა, სტადიონზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მასშტაბური კულტურული ღონისძიების ჩატარება, რაც ტურისტულ ქალაქს ახალ დატვირთვას შეძენს. სტადიონის ტრიბუნების ქვედა სივრცეში კომერციული ობიექტები განთავსდება, რაც სამომავლოდ ტერიტორიას განავითარებს და საზოგადოებრივად აქტიურს გახდის.

 

6  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არის ბათუმის მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა. სამუშაოები წელს დაიწყო. სამედიცინო დაწესებულება 170 საწოლზე იქნება გავლილი. ახალი საავადმყოფო თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. საავადმყოფოს მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 27 მლნ 855 955 ლარია. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

 

-   ძირითადად რომელი სექტორით არის დაინტერესება ინვესტორების მხრიდან?


-   2015 წლის 9 თვის ინვესტიციები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 42%-ით, 76.5 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

 

წამყვანი სექტორი წელს ენერგეტიკა (39%) და ტურიზმია (35%). ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციები ბოლო წლებში მზარდი ტენდენციით იცვლება და თუ წინა წლებში წამყვან პოზიციებზე  ტურიზმი და მშენებლობა იყო, წელს უკვე ენერგეტიკის სფეროს გაძლიერება შეიმჩნევა, რაც ცალსახად მისასალმებელია. მალე 2015 წლის ჯამური ინვესტიციების მონაცემები დამუშავდება, რაც უკვე საბოლოო წლიურ სურათს გვაჩვენებს.


-  ბათუმის ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე „ბათუმი მოლ დეველოპმენტი  სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავდა. რა ეტაპზეა აღნიშნული პროექტი? ისევ არის თუ არა გეგმაში მისი განხორციელება? რა არის ინვესტიციის ოდენობა?


-  თავის დროზე ინვესტორმა გამოთქვა აღნიშნული პროექტის განხორციელების ინტერესი. ინვესტორს ეთხოვა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა, რაც კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ტერიტორიაზე ბათუმის საფეხბურთო სტადიონი აშენდება.


-  უკვე რამდენჯერმე გამოვიდა აქუციონზე ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა გასაყიდად, თუმცა, შენობას მყიდველი არ გამოუჩნდა. რამე სხვა დანიშნულებას ხომ არ მოუძებნით შენობას? თუ ისევ აუქციონზე გაიტანთ?


- ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ელექტრონულ აუქციონზე რამდენჯერმე იქნა გამოტანილი, თუმცა კომპანიებს აუქციონში მონაწილეობა არ მიუღიათ. აღნიშნული შენობის სამომავლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია შენობა კვლავ გამოტანილი იქნას ელექტრონულ აუქციონზე.


-   საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის მთავრობას ახალი პროექტების განხორციელების დაჩქარების თხოვნით მიმართა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ განცხადების საფუძველი? ხედავთ თუ არა პრობლემებს ამ მიმართულებით თქვენ? პრემიერის განცხადების შემდეგ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებთ?


- როგორც ზემოთ აღინიშნა, აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 2012 წლიდან ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით იცვლება. ქვეყნის პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ აჭარას აქვს პოტენციალი, იყოს ერთერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი რეგიონი საქართველოში და ამ მიმართულებით გარკვეული რეზერვები არსებობს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა:აჭარაში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგია, მაგრამ მგონია, რომ პოტენციალი უფრო მეტია.ჩვენ გვინდა, ეს დაფარული რეზერვები ავამოქმედოთ და აჭარას განვითარების კიდევ უფრო მეტი დინამიკა შევძინოთ“. რეგიონის მზარდი ეკონომიკური დინამიკა არ გვაძლევს მოდუნების საფუძველს, ჩვენ წელს კიდევ უფრო ინტენსიური საინვესტიციო პოლიტიკა გვექნება, რაც რეგიონში დამატებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. 

 

 




„თელიასონერას წერილი, რომელიც „მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს

„თელიასონერას წერილი, რომელიც „მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს
access_time2020-07-14 13:22:50
„მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლის შესახებ, გამომდინარეობს  „თელიასონერას ბიზნეს სტრატეგიიდან და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ცალკეულად თქვენს ქვეყანას, საქართველოს, - ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც კომპანია „თელიასონერას  პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან დენელინდიმ 2015 წლის 16 ნოემბერს მაშინდელი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს მიწერა.       როგორც ჩანს,...

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს
access_time2020-07-14 13:00:03
პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.   ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ის იმ დათქმით არის მიღებული, რომ იმოქმედოს 15 ივლისამდე. ეს კანონი პარლამენტის გვერდის ავლით, მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო...

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ
access_time2020-07-14 11:00:46
საქართველოს პარლამენტი შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით არის მომზადებული და რომელიც გულისხმობს  ცვლილებებს შრომის კოდექსში და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საკანონმდებლო წინადადებას განსაკუთრებული კრიტიკა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ მხრიდან...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...


მსგავსი სიახლეები

up