აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

access_time2020-05-31 21:25:00

აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია „რედკოს“ ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი საინვესტიციო პროექტი მოიცავს 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტს, „მერიოტინტერნეიშენალის“ (Marriott International) საერთაშორისო ბრენდის, სასტუმრო „ალოფტის“ (aloft) 119 სასტუმრო ნომერს და ორი ნაწილისგან შემდგარი „ბამბუბიჩ ციხისძირის“ (Bamboo Beach Tsikisdziri) მშენებლობას.

მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრნენ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტის თანაბარი განვითარება, რასაც აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.


„სიმბოლურია, რომ დღეს გლობალური გამოწვევის კვალდაკვალ, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო დღემდე ებრძვის პანდემიას, საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი რეგიონისთვის და განსაკუთრებით ქობულეთისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ჩვენ ძალიან მალე უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნოთ განვითარების იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც აქამდე გვქონდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღმშენებლობა გრძელდება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ გრძელდება ქობულეთში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც. იმ კონკრეტულმა ღონისძიებებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა ვირუსთან ეფექტიანად ბრძოლის ფარგლებში, მოგვეცა საშუალება, რომ ძალიან მალე დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა, დავიწყოთ ტურისტების მიღება, გაგრძელდეს საინვესტიციო პროექტები და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყაროს საფუძველი“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.



თეგები:
აჭარა



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up