''აჭარაბეთის'' მხარდაჭერით STARTUP WORLD CUP-ის რეგიონალურ ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს

''აჭარაბეთის'' მხარდაჭერით STARTUP WORLD CUP-ის რეგიონალურ ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს

access_time2020-07-23 12:19:21

“აჭარაბეთისთვის”, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა და კოპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას აღნიშნული დარგის განვითარებისთვის საქართველოში.


კომპანია “აჭარაბეთის“ მხარდაჭერით  Startup Connect-ი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად,  საქართველოში პირველად უმასპინძლებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრის - “Startup World Cup”-ის რეგიონალურ ღონისძიებას - „Black Sea and Beyond Regional Competition”.


Startup World Cup მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს (1.000.000$) შეადგენს. ფინალისთვის შესარჩევი შეჯიბრი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. საქართველო შავი ზღვის გარშემო 10-მდე ქვეყანას გააერთიანებს და რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალურ ტურზე კალიფორნიაში გაემგზავრება, მთავარი პრიზის მოსაპოვებლად.



სტარტაპ შეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს არაერთ წარმატებულ საერთაშორისო სპიკერს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაესწროს ვირტუალურ გამოფენას და მიიღოს უნიკალური ნეთვორქინგის შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან.


მონაწილების მისაღებად, სტარტაპებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია არაუგვიანეს 24 ივლისისა, მითითებულ ბმულზე: https://www.startupworldcup.io/georgia

 

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე

20 წელია adjarabet.com საქართველოში ონლაინ გართობის ადგილია, რომლის მიზანია დანერგოს ინოვაციური პროდუქტები და მუდმივად სიახლეები შესთავაზოს მომხმარებელს. კომპანიაში 800-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და სარგებლობს იმ მნიშვნელოვანი ბენეფიტებით. აღნიშნულ სფეროში, საქართველო როგორც ქვეყანა საერთაშორისო სივრცეს სწორედ „აჭარაბეთის“ მეშვეობით შეუერთდა, შემდგომ კი კომპანიამ პროდუქტები და სერვისები საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე გაიტანა. დღეისათვის adjarabet.am – მეზობელი ქვეყნის ონლაინ გართობის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია. უკვე წელიწადზე მეტია რაც  adjarabet.com მსოფლიოს წამყვანი ონლაინ თამაშების კომპანია Flutter Group-ის ოჯახის წევრი გახდა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შედის.

„Startup World Cup”-ის შესახებ:  „Startup World Cup” სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია Pegasus Tech Ventures-ის მიერ. მისი მიზნია ხელი შეუწყოს მსოფლიოში ახალი და წამყვანი მეწარმეების აღმოჩენას და შექმნას მათი ერთ სივრცეში თავმოყრის უპრეცენდენტო შესაძლებლობა. ფინალისტები ერთმანეთს მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველაზე აქტუალური გამოწვევების გადაჭრისთვის საჭირო უნიკალური გზების შექმნაში შეეჯიბრებიან.



თეგები:
აჭარაბეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up