„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, პანდემიით დაზარალებულებისთვის სტეფანე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, პანდემიით დაზარალებულებისთვის სტეფანე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

access_time2020-06-06 12:40:50

კომპანია „აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, დღეს, 23:00 საათზე პანდემიით დაზარალებული ადამიანებისთვის სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

კომპანია „აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის“ მხარდაჭერით, ფონდი „1ანობა“ და მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.

საქველმოქმედო კონცერტი 6 ივნისს, 23:00 საათზე, „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ  ეთერში გაიმართება და  ნებისმიერ მსურველს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს) ექნება შესაძლებლობა, თანხა გადარიცხოს ფონდის „1იანობა“ ანგარიშზე ან სატელეფონო ზარით განახორციელოს დონაცია.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ადამიანები: ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე და სხვები. ეს ადამიანები ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად ერთიანდებიან.

ეს ჩენი პირველი პროექტია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის“ ფარგლებში, კომპანია „აჭარაბეთი“ დგამს პირველ ნაბიჯს ამ ადამიანებისთვის და ასევე, ყველას აძლევს შესაძლებლობას, სურვილის მიხედვით, შეიტანონ საკუთარი წვლილი. ჩვენ ყველანი ვერთიანდებით პანდემიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად’- აღნიშნავს „აჭარაბეთის“ წარმომადგენელი, ნინი გუჯაბიძე.


სატელეფონო ნომერი:  0901 900 991

საქართველოს ბანკი
მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020
GE48BG0000000162696882

თიბისი ბანკი
მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020
GE28TB7404836080100011

 


თეგები:
აჭარაბეთი



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა
access_time2020-07-15 11:00:57
უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანია Colliers international Georgia-მ  პანდემიამდე, პანდემიის პერიოდსა და რეაბილიტაციის ეტაპზე უძრავი ქონების ტრანზაქციების კვლევა ჩაატარა. როგორც კვლევაში ჩანს, თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების მაჩვენებელი მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო, ტრანზაქციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აპრილის ბოლო კვირას დაფიქსირდა. 6 მაისიდან, როდესაც იუსტიციის სახლები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, ბინების ტრანზაქციების...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს
access_time2020-07-15 10:00:20
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...


მსგავსი სიახლეები

up