PADDY POWER BETFAIR -აჭარაბეთი სახელს იცვლის

PADDY POWER BETFAIR -აჭარაბეთი სახელს იცვლის

access_time2019-05-17 16:35:03

საქართველოს აზარტული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშის აჭარაბეთის საკონსტროლო პაკეტის მფლობელი ირლანდიური ბუკმეკერის Paddy Power Betfair-ის აქციონერთა კრებაზე კომპანიის სახელის ცვლილება გადაწყდა. Paddy Power-ი ამიერიდან ოპერირებას ბრენდული სახელი - Flutter-ით განაგრძობს.


Flutter-ის შვილობილში - აჭარაბეთში BMG-ის განუცხადეს, რომ ისინი რებრენდინგსა და სახელის ცვლილებას არ გეგმავენ.


კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ ჯექსონმა განაცხადა, რომ კომპანიის ახალი სახელი არის გამაერთიანებელი და მასში კომპანიის რომელიმე ცალკეული საქმიანობა განსაკუთრებით ხაზგასმული არაა.


გასული თვის განმავლობაში, კომპანიამ 2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშგება წარადგინა. Flutter-ის შემოსავალი 17%-ით არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად ავსტრალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრებს უკავშირდება.


Flutter-ი საქართველოს ბაზარზე 2019 წლის დასაწყისში უმსხვილესი გარიგების შედეგად შემოვიდა. აჭარაბეთის 51%-იანი წილის სანაცვლოდ, Flutter-მა 115 მილიონი ევრო გადაიხადა. მომდევნო წლების განმავლობაში Flutter-ი აჭარაბეთის აქციების დარჩენილ პაკეტსაც შეისყიდის.



FLUTTER-ის შესახებ


კომპანია 2015 წლის 8 სექტემბერს ირლანდიური ბუკმეკერის Paddy Power-ისა და აზარტული თამაშების ირლანდიური კომპანია Betfair-ის შერწყმის შედეგად შეიქმნა. დღეს კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის წარმოდგენილი და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა აქციის ჯამური ღირებულება) £4,9 მილიარდს, ანუ $6.44 მილიარდ დოლარს აღემატება.


კომპანიის შემადგენლობაში შედის აშშ-ის ონლაინ-ტოტალიზატორების ბაზრის (daily fantasy market) ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე FanDuel-ი. Flutter-ი ასევე ფლობს ავსტრალიის უმსხვილეს ბუკმეიკერს - Sportsbet.com.au-ს, სპორტულ ტელეკომპანია TVG-ის და გემბლინგის თითქმის ყველა სახეობის წარმომადგენელ კომპანიებს ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში.


2017 წლის განმავლობაში Flutter-ის მთლიანი შემოსავალი £1.75 მილიარდი, ანუ $2.28 მილიარდი დოლარი იყო. კომპანიამ აღნიშნულ წელს $511 მილიონის საოპერაციო მოგება და $284 მილიონის წმინდა მოგება ნახა. Flutter-ის დასაქმებულთა რაოდენობა 7000-ს აღემატება.


2018 წელს აჭარაბეთის შემოსავალი 215 მილიონი ლარი, საოპერაციო მოგება კი 68 მილიონი ლარი იყო. კომპანიას ქართული აზარტული თამაშების ბაზრის 40%-იანი წილი უჭირავს.


BMG



თეგები:
აჭარაბეთი



აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
access_time2019-09-21 12:00:06
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. - ბატონო რამაზ, რადგან ახალ პოლიტიკურ სეზონში პირველად შეგეხმიანეთ, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური თემითაც კი გთხოვოთ საუბრის დაწყება. ყველაზე აქტუალურ თემაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში პოლიტიკური ცხოვრება ზედმეტადაც კი პოლარიზებულია. პოლარიზებულ...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...


მსგავსი სიახლეები

up