აჭარა ტურისტების მისაღებად მზადაა – რა სიახლეებით ხვდება რეგიონი ახალ ტურისტულ სეზონს

აჭარა ტურისტების მისაღებად მზადაა – რა სიახლეებით ხვდება რეგიონი ახალ ტურისტულ სეზონს

access_time2017-06-01 19:30:34

 

აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონს სიახლეებით ხვდება. 2017 წლის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს რეგიონში ახალი სასტუმროები, განახლებული საპლაჟო ინფრასტურა, გაზრდილი საჰაერო ფრენები და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები დახდებათ.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით,  სიახლეა ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხითაც. წელს, პირველად მთიან აჭარაში სტუმრებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების გადამზადებული პერსონალი მოემსახურება. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში 207 მეპატრონემ ტრენინგები მომსახურებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების ფუნქციონირების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით გაიარეს.



გარდა ამისა, ბათუმსა და მთიან აჭარაში მოგზაურობითა და დასვენებით დაინტერესებულ ტურისტებს სრულყოფილ ტურებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსა და ტურისტული პროდუქტების სააგენტოში გადამზადებული გიდები შესთავაზებენ.

 

რეგიონის სტუმრებს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მთიანი აჭარის ახლად მარკირებული ტურისტული მარშრუტებიც დახვდებათ. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ეკო და სოფლის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით 5 მარშრუტის მარკირება-განვითარებას ანხორციელებს.

 

საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება ტურისტულ სეზონს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც. 2017 წლის, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 7 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. Fly Dubai, Wings of Lebanon, Anda Air, Small Planet Airlines, Nordavia, Nordstar Airlines და Severstal ფრენებს დუბაიდან, ბეირუთიდან, ვარშავიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და ს. პეტერბურგიდან იწყებს.

 


Tav Georgia-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჯამში ბათუმის მიმართულებით 22 ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს ისრაელიდან, ირანიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამას დაემატება ჩარტერული რეისებიც.

 

სიახლეა რეგიონში ახალი განთავსების ობიექტების გახსნის მხრივაც. არსებულ 348 რეგისტრირებულ ობიექტს 4 ახალი - სასტუმრო Sky Tower, ვინთემი, „ირე პალასი" და ,,ბლექ სიი ჰოსტელი" შეემატა. შესაბამისად, აჭარაში რეგისტრირებული საწოლი ადგილების რაოდენობა 18,950-მდე გაიზარდა.

 

განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება სეზონს რეგიონის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფინარიუმი.

 

ბულვარში, ტურისტებს ერთ სტილში მოწყობილი საპლაჟო სექტორი დახვდებათ, თავისი საშხაპეებით, გასახდელებით, ერთნაირი შეზლონგებითა და სანაპიროზე ჩასასვლელი ბილიკებით.

 

სიახლე დახვდებათ მატარებლით ჩამოსულ ტურისტებსაც. მათ ბათუმი ცენტრალში ახლადგახსნილ საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. აჭარაში დამზადებულ სუვენირებს, პროდუქტებსა და მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით კონკრეტულ ტურებსაც ისინი ადგილზე შეიძენენ.

 

2017 წლის ზაფხული კულტურული და გასართობი პროგრამების მრავალფეროვნებითაც გამორჩეული იქნება. ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი და შემოდგომაზე საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF.

 


აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოსაზიდად მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს წელს 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს. შესაბამისად, რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდასაც აღნიშნული ქვეყნებიდან ელოდებიან.

 

 



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up