„აჭარა ტექსტილმა“ საერთაშორისო სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობა დროებით შეაჩერა

„აჭარა ტექსტილმა“ საერთაშორისო სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობა დროებით შეაჩერა

access_time2020-04-16 13:00:42

„საწარმოო განრიგი შეიცვალა, პროდუქცია რომელიც მიმდინარე თვეში უნდა შეგვეკერა, გარკვეული დროით გადავადდა, მათი მიწოდება მოგვიანებით მოხდება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექსტილის საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა. მისი თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო „აჭარა ტექსტილმა“ „nike“-თან, „adidas“-თან, „under armour“-თან, „new balance“ -თან და ყველა სხვა საერთაშორისო სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობა დროებით შეაჩერა. გია ლომინაძის განმარტებით, პაუზის დრო უცნობია, კომპანიის ფინანსურმა დირექტორი ამბობს, რომ „აჭარა ტექსტილი“ კონკრეტული  სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებს.

 

„არ ვგეგმავთ დიდი ცვლილებები მოხდეს ჩვენს წარმოებაში. შეკვეთები, რომელიც „აჭარა ტექსტილი“- ს ჰქონდა გაგრძელდება, უბრალოდ, მიწოდების ვადებში მოხდება ცვლილებები. ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაცია გვქონდა, ეს სიტუაცია ყველასთვის გასაგებია. საგანგებო სიტუაციის დროს სრულად პირბადეების წარმოებაზე ვიყავით ორიენტირებულები, თუმცა კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ ზუსტად იგივე პროდუქციის წარმოების და იგივე ბრენდებთან თანამშრომლობას“, - განმარტავს გია ლომინაძე.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ უმსხვილეს ტექსტილის საწარმოს 2020 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე სხვადასხვა ქვეყნის ნაკრების ფორმებიც უნდა შეეკერა, თუმცა, უეფა-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ერთი წლით გადაედო, სწორედ ამიტომ გადავადდა ფორმების შეკერვა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ხორვატია და პოლონეთი.


 

შეგახსენებთ, რომ „აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და 100%-ით ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა. საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექსტილის საწარმო წლიურად დაახლოებით 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს. კომპანიას ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში უკვე აქვს სამი სამკერვალო ქარხანა, სადაც დაახლოებით 3 500 ადამიანია დასაქმებული.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up