აჭარა ესტონელი ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდა

აჭარა ესტონელი ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდა

access_time2018-07-10 16:51:02

აჭარის გაცნობა უცხოელი ჟურნალისტებისთვის გრძელდება. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ესტონელი ჟურნალისტები სტუმრობენ. ისინი აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ეცნობიან. მედიატურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, დაესწრნენ დელფინების შოუს და დააგემოვნეს ადგილობრივი კერძები ქართული ფოლკლორის თანხლებით.


დღეს, ესტონელი ჟურნალისტები გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს „ბორჯღალო“ ესტუმრებიან. შემდეგ კი გზას მთიან აჭარაში გააგრძელებენ, სადაც ადგილობრივ ღვინის მარნებს, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და კულინარიულ მასტერკლასებს გადაიღებენ. ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდება ბათუმის ბოტანიკური ბაღიც.


„აჭარის რეკლამირებას სამიზნე ქვეყნებში ისევ ვაგრძელებთ. დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში უკვე ვუმასპინძლეთ 20-ზე მეტ ინფო და პრესტურს, რომლის შედეგადაც სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ საინტერესო და მრავალფეროვანი მასალები გამოქვეყნდა. თუკი წინა წლებში, მსგავსი ტიპის ღონისძიებები აქტიურად მხოლოდ ზაფხულის წინა პერიოდში ხორციელდებოდა, ახლა ეს გრძელდება მთელი წლის განმავლობაში. ამ ყველაფრის მიზანი კი რეგიონში წლის ოთხივე სეზონზე ტურისტების მოზიდვაა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა მიხეილ კოპლატაძემ.



ესტონელი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მაყურებლებსა და მკითხველებს ივლისის განმავლობაში გაუზიარებენ. ისინი რეგიონს ხვალ დატოვებენ.






თეგები:
აჭარა



საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up