“აჭარა ჯგუფი” აბასთუმნის ყოფილ სანატორიუმში სასტუმრო რუმსს გახსნის

“აჭარა ჯგუფი” აბასთუმნის ყოფილ სანატორიუმში სასტუმრო რუმსს გახსნის

access_time2019-10-08 16:30:23

კურორტ აბასთუმანში 1924 წელს აშენებული ყოფილი სანატორიუმის შენობა “აჭარა ჯგუფმა”  შეიძინა. წელიწადნახევარში კი ამ შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ  სასტუმრო “რუმს აბასთუმანი” გაიხსნება. ამ პროექტის განვითარებისთვის “აჭარა ჯგუფი“ 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ პირველი სასტუმრო “რუმსი” 2012 წელს ყაზბეგში გახსნა. 2014 წელს პროექტის საერთაშორისო აღიარებამ ხელი შეუწყო თბილისში იმავე ბრენდის სასტუმროს აშენებას. მიმდინარე წლის ზამთრის სეზონამდე კი ახალი ski-in ski-out კონცეფციის სასტუმრო “რუმს კოხტა” გაიხსნება.

 

 

 

2020 წლისთვის  “აჭარა ჯგუფი” ბათუმში XIX საუკუნის შენობაში “რუმს ბათუმს” გახსნის.

 

 


 

“აჭარა ჯგუფის” შესახებ:

 

 

 

“აჭარა ჯგუფი” წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც ასევე აგრობიზნესის სფეროს განვითარებასა და ცხოვრების კულტურის გაუმჯობესებას ემსახურება.

 

 

 

აღნიშნულ სფეროებში “აჭარა ჯგუფი” მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინოვატორული ტენდენციების ჩამოყალიბების, სამეწარმეო პროექტების განხორციელებისა და ახალი ესთეტიკის სტანდარტების დანერგვის მხრივ. კომპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი თანამედროვე ქართული ბრენდების შექმნით, როგორებიცაა - “რუმსი”, “სტამბა“ და “ფაბრიკა”.           

 

 

 

ამ ინოვატორული პროექტების წყალობით, კომპანიას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს დედაქალაქის და რეგიონების ტურიზმის განვითარებაში. ასევე ხელს უწყობს მთელ მსოფლიოში საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი  ადგილის საყოველთაო პოპულარიზაციას.


კომერსანტი





„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up