აბუ დაბის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები დაინიშნა

აბუ დაბის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები დაინიშნა

access_time2020-07-13 10:08:12

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე პირველად, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. 1 ოქტომბრიდან მგზავრები მგზავრობას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და კვირას შეძლებენ. აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარის მიერ ახლახანს დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც Wizz air-მა ევროპის გარეთ შექმნა.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მოლაპარაკებები კომპანიასთან უმოკლედ ვადებში წარმატებით დაასრულა.



,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.




,,მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია Wizz air-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. 8 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოვებას განაგრძობს. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. გვიხარია, რომავიაკომპანიასთან ერთად ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში ქუთაისის აეროპორტიც საკუთარ წვლილს შეიტანს,-‘’აღნიშნა თამარ არჩუაძემ.



ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები Airbus A321neo შესრულდება.

თეგები:
აბუ დაბი



„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. აღსანიშნავია, რომ აპრილში სააგენტოს მიერ საქართველოს...

კორონავირუსის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა

კორონავირუსის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა
access_time2020-08-15 10:00:44
გერმანიის ხელისუფლებამ ესპანეთში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ კანარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-14 21:00:21
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას...

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...


მსგავსი სიახლეები

up