„აბსურდია, როცა საბაგირო ტრანსპორტის მოწყობაზე ლიცენზირებას  სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური გასცემს“

„აბსურდია, როცა საბაგირო ტრანსპორტის მოწყობაზე ლიცენზირებას სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური გასცემს“

access_time2018-03-20 09:50:00

16 მარტს გუდაურის საბაგიროზე მომხდარი ავარიის შემდგომ დღის წესრიგში სხვა საბაგიროების უსაფრთხოება დადგა.  რამდენიმე დღის წინ, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა,  გიორგი ჩოგოვაძემ  განცხადა, რომ საბაგიროების შემოწმების საჭიროება არ დგას. ვინ არის პასუხისმგებელი საბაგიროს გამართულ მუშაობაზე და ტურისტების უსაფრთხოებაზე ამ კითხვით „კომერსანტმა“  ტურიზმის ადმინისტრაციას მიმართა, სადაც  გვიპასუხეს რომ ადმინისტრაცია არ არის ის უწყება რომელიც საბაგიროების შემოწმებაზე პასუხს აგებს.


  ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პასუხისმგებლობა იმ უწყებამ უნდა აიღოს, რომელიც ქვეყანაში  ჯერჯერობით არ არსებობს. „ჰაბ ჯორჯიასხელმძღვანელი ვასილ   ურუშაძის თქმით, მთავარი პრობლემა სახელმწიფო უწყების არარსებობაა, რომელიც ტრანსპორტის უსაფრთხოების ექსპლუატაციას მონიტორინგს გაუწევს.


 „ჩვენს ქვეყანაში დღეს მთელ მსოფლიოში ყველაზე სუსტი სატრანსპორტო პოლიტიკაა.ეს ეხება არა მარტო საბაგირო ტრანსპორტს, არამედ ყველა სახეობას.ტრანსპორტის სამინისტრო უნდა იყოს  უშუალოდ ტრანსპორტის უსაფრთხოების კურატორი. ეს  პირდაპირ  არის გაწერილი ევროდირექტივაში.  ჩვენ სამინისტრო არ გვაქვს და გვაქვს ტრანსპორტის დეპარტამენტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაშია.ის უნდა ზედამხედველობდეს საბაგირო ტრანსპორტის უსაფრთხოებას“-განმარტავს ურუშაძე.


ჰაბ ჯორჯიასხელმძღვანელი ქვეყანაში სატრანსპორტო უსაფრთხოების პრობლემაზე და იმ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე საუბრობს, რომელიც საქართველომ  ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად უნდა შეასრულოს. მისი თქმით,  ასევე პრობლემას ქმნის არაკოორდინირებული მუშაობა სტრუქტურებს შორის  და პასუხისმგებლობის არასწორი გადანაწილება. მისი  განცხადებით, ქვეყანაში სატრანსპორტო უსაფრთხოების მიზნით უნდა განახლდეს  ტრანსპორტის ექსპლუატაციის და ლიცენზირების სტანდარტი, მოხდეს ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ინსპექტირება კერძო აკრედიტირებულ ორგანიზაციებს  დაევალოს. 



„არსებობს  რიგი მოთხოვნები, რომელიც  საბაგირო ტრანსპორტის უსაფრთხო ექსპლუატაციას ეხება. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში არ არსებობს  კონკრეტული სახელმწიფო უწყება, რომელიც საბაგირო ტრანსპორტის უსაფრთხო ექსპლუატაციას პერიოდულ მონიტორინგს გაუწევდა. სრული აბსურდია,  რომ საბაგირო ტრანსპორტის მოწყობაზე ლიცენზირებას  სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური გასცემს“ აცხადებს ურუშაძე.


  გუდაურის საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად მგზავრების დაშავების ერთ-ერთი მიზეზად ექსპერტები მაშველების არასათანადო მომზადებასაც მიიჩნევენ, რადგან ევაკუაციის სათანადოდ განხორციელების მაგივრად, მგზავრებს  დიდი სიმაღლიდან გადახტომა უწევდათ.


 

„როგორც ცნობილია საერთოდ არ ტარდებოდა  საევაკუაციო ვარჯიშები, რომელიც გამოჩნდა კიდეც, როცა ევაკუაციის დროს მნიშვნელოვანი პრობლემაშეიქმნა.  ფაქტობრივად, ვერ მოახდინეს ეფექტიანი ევაკუაცია. არსებობს საევაკუაციო წესები საბაგირო ტრანსპორტიდან, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა უსაფრთხოების ნორმები, მაგალითად, ბატუტები, შესაბამისი საშუალებები, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო ევაკუაციას საბაგირო ტრანსპორტიდან, როცა ადგილი აქვს საბაგირო ტრანსპორტის ავარიას.“ განაცხადა ურუშაძემ.

 

  შეგახსენებთ,  16 მარტს  გუდაურში სათხილამურო ტრასაზე,   საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით დაიწყო მოძრაობა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, აქედან 4 მათგანი მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში გადის. რაც შეეხება საბაგიროს დაზიანების შესაძლო მიზეზებს, ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფრანგი და ავსტრიელი ექსპერტები გუდაურში  მუშაობენ და  პირველადი შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.


 

„კომერსანტი“ 



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up