აბრეშუმის გზის ფორუმზე დელეგატებმა ურთიერთკავშირის ხელშეწყობასა და პროცედურების ჰარმონიზებას დაუჭირეს მხარი

აბრეშუმის გზის ფორუმზე დელეგატებმა ურთიერთკავშირის ხელშეწყობასა და პროცედურების ჰარმონიზებას დაუჭირეს მხარი

access_time2019-10-23 12:45:06

თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმზე ორგანიზატორებმა დელეგატებს ინტერაქტიულ გამოკითხვაში მონაწილეობა შესთავაზეს. თითოეული პანელის დასაწყისში მონიტორებზე გამოისახებოდა შეკითხვა თავისი სავარაუდო პასუხებით, დელეგატებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, დისკუსიის დასრულებამდე დაეფიქსირებინათ მათთვის მისაღები პასუხი. საბოლოო შედეგი დისკუსიის ბოლოს ქვეყნდებოდა.

გახსნით ღონისძიებაზე შეკრებილმა დელეგატებმა უპასუხეს შეკითხვას - აბრეშუმის ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირის ხელშეწყობისათვის არის თუ არა აუცილებელი სახელმწიფო პოლიტიკის ჰარმონიზება. შეკითხვას დადებითად უპასუხა დელეგატების 94 პროცენტმა, უარყოფითად - 6 პროცენტმა.

„სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მიღმა" - ასე ერქვა დისკუსიას, სადაც დასმულ შეკითხვაზე, რა წარმოადგენს მთავარ გამოწვევას სატრანსპორტო კავშირებისთვის რეგიონში, ორგანიზატორებმა დელეგატებს ორი სავარაუდო პასუხი შესთავაზეს: ა. სხვადასხვა მარეგულირებელი ჩარჩოები, პოლიტიკა და მიდგომები; ბ. ფიზიკური ინფრასტრუქტურული პრობლემები. დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობამ, კერძოდ, 54 პროცენტმა მხარი პირველ პასუხს დაუჭირა, შესაბამისად, მეორე ვერსია გაიზიარა მხოლოდ - 46%.

სადისკუსიო პანელზე, რომელიც ვაჭრობის საკითხებს მიეძღვნა, დელეგატებმა უპასუხეს შეკითხვებს: გაზრდის თუ არა ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მეტი სავაჭრო შეთანხმებები. ამ კითხვას დამწრეთა 89 პროცენტმა მხარი დაუჭირა და მხოლოდ 11 პროცენტი იყო წინააღმდეგი. პანელის სახელწოდება იყო მომგებიანი ვაჭრობა.

„ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ", - ასე ერქვა დისკუსიას, რომლის დროსაც დელეგატებმა უპასუხეს შეკითხვას - თქვენი შეფასებით, ქვეყნის ენერგეტიკის უსაფრთხოებაზე რომელი ფაქტორები ახდენენ გავლენას. რაც შეეხება პასუხებს, დელეგატთა აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფაქტორები - 77 პროცენტი, ეკონომიკური ფაქტორები - 15 პროცენტი და ტექნიკური შეზღუდვები - 8 პროცენტი.

თბილისის აბრეშუმის გზის კიდევ ერთი პანელი  მიეძღვნა დისკუსიას - ინოვაციებით გამოწვეული განვითარება - ხელოვნური ინტელექტი (AI) აბრეშუმის გზისთვის, პანელის მსვლელობისას, დაისვა შეკითხვა - ხელოვნური ინტელექტის (AI) ერაში გვჭირდება თუ არა ჰარმონიზებული მსოფლიო რეგულაციები/სტანდარტები? ამ შეკითხვისთვის ორგანიზატორებმა შეიმუშავეს სამი პასუხი: 1. არსებული საერთაშორისო რეგულაციები და სტანდარტები საკმარისია; 2.თითოეულ ქვეყანას/რეგიონს უნდა ჰქონდეს საკუთარი რეგულაციები და სტანდარტები; 3. სრულიად ახალი მიდგომაა საჭირო. პირველ პასუხს მხარი დაუჭირა დელეგატთა 81 პროცენტმა, მეორეს - 11 პროცენტმა, ხოლო მესამეს - 8 პროცენტმა.





ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up