„თუ თურქმენეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაში ჩაერთვება, მაშინ რუსეთთან კონკურენციაში შევალთ“

„თუ თურქმენეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაში ჩაერთვება, მაშინ რუსეთთან კონკურენციაში შევალთ“

access_time2018-08-21 11:30:38

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს, რომელსაც სხვანაირად „აბრეშუმის გზითაც“ მოიხსენიებენ, თურქმენეთის ტვირთბრუნვა ემატება. ცნობილია რომ მოლაპრაკებები უკვე დაწყებულია და მაგისტრალზე ახალი ტვირთბრუნის დამატებით მხარეები მოგების მოლოდინში არიან.


  რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ სიახლემ საქართველოს? როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, მთლიანი პროექტისთვისაც და მათ შორის საქართველოსთვისაც, თურქმენული ტვირთნაკადი არაერთი დადებითი შედეგების მომტანია.

 

კერძოდ,  სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. ერთ-ერთი ასეთი დაბალი სატარიფო განაკვეთია.

 

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მთლიანი პროექტისთვის არის კარგი თურქმენეთიდან ტვირთბრუნვის დამატება, რადგან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაში ჩადებული ინვესტიციის ამოღება დროში უფრო დაჩქარდება. რაც შეეხება საქართველოს, თურქმენეთი არის სტაბილური ქვეყანა და იქიდან ტვირთების მოზიდვა, ჩვენთვისაც გაზრდის მათ მოცულობას. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა ღიად აცხადებს რკინიგზის ტარიფების 50%-ით შემცირების შესაძლელობას, თუ მისი გავლით მოხდება ტრანსპორტირება. ეს კი ჩვენთვისაც კარგი სტარტაპია, რადგან საერთო ჯამში ჩამოყალიბდება დაბალი ტარიფები“,- განმარტავს ცაგარეიშვილი.

 

მისივე თქმით, პროექტის მასშტაბების გაზრდით მოიმატებს კონკურენციაც და წლის განმავლობაში შესაძლოა ბაქო-თბილისი-ყარსის რკნიგზამ მეტი ტვირთიც გადაზიდოს.

 

„თურქმენეთი დღეს ინტენსიურად ავითარებს ტვირთნაკადების მოზდივას რუსეთის მიმართულებით, მაგრამ თუ ჩაერთვება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზეც, მაშინ რუსეთთან კონკურენციაში შევალთ. ეს ტარიფებზეც დადებითად აისახება და ამასთან წლის განმავლობაში მეტი შანსია 2-3 მლნ. ტონა ტვირთი გადაიზიდოს, რაც პროექტს დაუბრუნებს სიცოცხლისუნარიანობასაც. თანაც აქ საუბარია არამარტო გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებაზე, არამედ თუქრმენეთიდან სხვა ქიმიური ნივთიერებებიც მოიზიდება“,- აღნიშნავს პაატა ცაგარეიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური ნივთიერებები ამგავრი დადებითი შედეგის მომტანია, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი მეორე უკიდურესობაზეც ამახვილეს ყურადღებას. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ეკოლოგიური კატარსტროფების რისკი უფრო იმატებს.

 


 „ბოლო პერიოდში საქართველო მოიაზრება, როგორც ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირების გადამზიდი ქვეყანა, რასაც მაგალითად ევროპული ქვეყნები ძალიან ერიდებიან.  „აბრეშუმის გზაზე“ თურქმენეთის ტვირთბრუნვის დამატება რაოდონებრივად გაზრდის ქიმიური ნივთიერებებსაც, რაც ჩვენთვის არ არის კარგი. ზოგადად სტატისტიკურად ყოველწლიურად მზარდი ტენდენცია ფიქსირდება ამ კუთხით და საერთო ჯამში იმატებს რისკებიც. მაგალითად, რომ გადაყირავდეს ვაგონი ან მდინარეში ჩავარდეს, ეს მთლიანად დააბინძურებას გარემოს. იგივე ხდება ბათუმში, ზღვაში გოგირდის გაშვებითაც“,- განმარტავს ცაგარეიშილი.

 

 ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალმა შესაძლოა თურქმენეთიდან მოიზიდოს ტვირთნაკადი. ამის შესახებ ინფორმაცია  თურქმენეთში თურქეთის ელჩმა გაავრცელა. მისივე თქმით, პროექტები თურქულ მხარეს უკვე მომზადებული აქვს და ეს იქნება ძალიან მომგებიანი თავად თურქმენეთისთვის. მითუმეტეს მაშინ, როცა ამ უაკანსკნელს გაზის მარაგი შეფასებული აქვს 26 მლრდ. კუბ. მეტრად.


ჩვენ გვაქვს  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დაგრძელების გეგმა. ეს მარშრუტი  სტრატეგიული მნიშვნელობისაა როგორც თურქეთისასევე თურქმენეთისთვის. აშხაბადს ექსპორტზე გააქვს ნავთობი და გაზი  და მათ სურთ ამ სეგმენტიდან შემოსავლების გაზრდა, - განაცხადა ელჩმა.

 

შეგახსენებთ, ბაქო- თბილისი-ყარსის მაგრისტრალი („აბრეშუმის გზა“) 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. პროექტი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, თუმცა სატვირთო გადაზიდვები უკვე ხორციელდება. აზერბაიჯანი წელს ამ მაგისტრალით 4000 -მდე კონტეინერის გადაზიდვას პროგნოზირებს.


 ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს. რკინიგზა, რომლის აშენებასაც 10 წელი დასჭირდა უკვე ექსპლუატაციაშია და მისი მონაკვეთის 254 კილომეტრი სწორედ საქართელოზე  გადის. აქედან 29 კილომეტრის მაგისტრალი სრულიად ახალია.

 

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის გადაზიდვებს, გასული 5 წლის განმავლობაში 40%-ზე მეტად შემცირდა. 2012 წელს საქართველოს რკინიგზამ 20 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 11.9 მილიონ ტონას შეადგენდა.

 

2012 წელი - 20.1 მილიონი ტონა

2013 წელი - 18.2 მილიონი ტონა

2014 წელი - 16.7 მილიონი ტონა

2015 წელი - 14.1 მილიონი ტონა

2016 წელი - 11.9 მილიონი ტონა



სალომე ლემონჯავა




თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!

თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!
access_time2020-10-20 15:00:08
სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება - ქორწილი, იუბილე, ქელეხი - კორონავირუსის მეორე ტალღის გამწვავებისას,  10 სექტემბრიდან ღია სივრცეშიც აიკრძალა. ღონისძიებები ესაა სფერო, რითაც  შემოსავალს 20-ამდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იღებდა.  თითქოს ჩავარდნილი გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონების შემდეგ, სოციალური ივენთების მიმართულება გამოცოცხლებას იწყებდა და წყვილებმა ქორწილებისა და დაბადების დღეების აღნიშვნაც კი  შემოდგომაზე გადაწყვიტეს, მორიგი...

ფქვილი შესაძლოა, კიდევ 3 ლარით გაძვირდეს - “ პურზე ფასის ცვლილება ალბათ, ნელნელა მოხდება“

ფქვილი შესაძლოა, კიდევ 3 ლარით გაძვირდეს - “ პურზე ფასის ცვლილება ალბათ, ნელნელა მოხდება“
access_time2020-10-20 14:30:56
რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი, კვლავ იზრდება. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ავთანდილ სილაგავას თქმით, ქვეყანაში არსებული გარდამავალი მარაგების ამოწურვის შემდეგ, ხორბალი და ფქვილი გაძვირდება საქართველოშიც.   ლევან სილაგავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე არსებული რთული ვითარების კომპენსირებისათვის ხელისუფლება მზად არის სხვადასხვა მეთოდებით ჩაერიოს, რათა პური არ გაძვირდეს.   ,,ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს გარდამავალი მარაგები, თუმცა ყოველი შემდგომი შემოტანა...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს
access_time2020-10-20 14:05:12
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტმა ბრიფინგი გაიმართა, სადაც განხილული იყო თუ როგორ აისახება ეს ისტორიული მოვლენები, გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე.   ჯიჰად აზური, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, საქართველო რეგიონში იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც წლების განმავლობაში განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რამაც საქართველოს...

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი ბიზნეს ოპერატორების ფრთხილ ოპტიმიზმზე მიანიშნებს

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი ბიზნეს ოპერატორების ფრთხილ ოპტიმიზმზე მიანიშნებს
access_time2020-10-20 12:20:57
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის პირველი ნაწილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ბიზნეს კლიმატის ინდექსს მოიცავს. კვლევის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კლიმატის ინდექსი, წინა კვარტლის მსგავსად, კვლავ აღმასვლის მეოთხედშია, რაც ნიშნავს, რომ ასოციაციის გამოკითხული წევრები თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას კვლავ უარყოფითად აფასებენ, თუმცა ამავდროულად, ნარჩუნდება პოზიტიური...

World Class - ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

World Class -  ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-10-20 13:30:45
World Class - ის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ფიტნეს კლუბი დროებით წყვეტს მუშაობას რადგანაც კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა:   „ძვირფასო კლუბის წევრებო,   World Class-ის ადმინისტრაცია გაცნობებთ, დღეს საღამოს გახდა ცნობილი, რომ კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა COVID-19 ინფიცირება, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის იმყოფება...


მსგავსი სიახლეები

up