ყველაზე მაღალი ქულებით მიღებული აბიტურიენტების რაოდენობით TOP 5 უნივერსიტეტიდან 4 კერძოა

ყველაზე მაღალი ქულებით მიღებული აბიტურიენტების რაოდენობით TOP 5 უნივერსიტეტიდან 4 კერძოა

access_time2021-07-01 11:00:56

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს მეჩვიდმეტედ ჩატარდება. აბიტურიენტებისთვის სტუდენტის სტატუსის მოპოვება არც ახლა იქნება რთული, თუმცა ყველა სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდება – რეალური კონკურენცია რამდენიმე მათგანს შორის გაიმართება. შეიცვლება თუ არა ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით მათი პოზიციები, ამას უკვე 2021–ის ერთიანეი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გვიჩვენებს.


როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივირსიტეტთა ნაწილში მოსახვედრად გამოცდებზე მინიმალური ზღვარის გადალახვა აბსოლუტურად საკმარისია, მათ ხუმრობით „დაკლიკე და ჩაირიცხე“-საც უწოდებენ. მსგავსი უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, ზოგიერთ უმაღლესში სწავლის დასაწყებად ძალიან მაღალი ქულებია საჭირო.


1) საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლესად „თავისუფალი უნივერსიტეტი“ ითვლება, რომელიც შექმნის დღიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნაჩვენები საშუალო ქულით რეიტინგის ლიდერია. 2020 წელს ყველა გამოცდის გასაშუალებული ქულით, ვარიანტების სირთულის გათვალისწინებით, თავისუფალი უნივერსიტეტი 2100 ქულით პირველ ადგილს იკავებდა, 2012 ქულით, მესამეზე, მასთან დაკავშირებული აგრარული უნივერსიტეტი გავიდა.


სწავლის საფასური თავისუფალ უნივერსიტეტში წლიურად ბიზნესსკოლის გარდა ყველა მიმართულებაზე 6950 ლარია, ბიზნესსკოლაში კი 7950 ლარი, თუმცა „ცოდნის ფონდი“ ყველა სტუდენტს წლიურად 2250 ლარით ასაჩუქრებს. სახელმწიფო 100%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში კი სწავლის საფასური სტუდენტისთვის 2450-3450 ლარამდე მცირდება. ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ასევე ეროვნულ გამოცდებზე განსაკუთრებით მაღალი ქულების მიღების შემთხვევაში დამატებითი დაფინანსების მოპოვებაა შესაძლებელი. 2021 წელს ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს, როგორც თავისუფალ, ასევე აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის საფასური სრულად 4 წლის ვადით დაუფინანსდება. სტუდენტს ასევე შეუძლია გარდამავალი დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებაც, რის შემდეგაც სწავლის პროცეში არაფერს გადაიხდის და დავალიანებას უნივერსიტეტის დამთავრებიდან 4 წლის ვადაში მოახდენს.


2007 წლიდან დღემდე, კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებულ არამომგებიან სქველმოქმედო ორგანიზაცია „ცოდნის ფონდს“ სტუდენტების სწავლის დაფინანსებასა და უნივერსიტეტის განვითარებისთვის $50 მლნ-ზე მეტი აქვს ინვესტირებული.


უნივერსიტეტში სწავლა სამივე საფეხურზე შესაძლებელია. 2021-2022 წლებში საბაკალავრო პროგრამაზე მიღება სულ 545 ადგილზეა გამოცხადებული.


2) 2021 საშუალო ქულით დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტმა 2020 წელს მეორე ადგილი დაიკავა. უნივერსიტეტი 1992 წელს დაარსდა და 2011 წლამდე „აიეტის“ სახელს ატარებდა.



2020 წელს დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტში სულ 54 აბიტურიენტი ჩაირიცხა, წელს კი მიღება 76 ადგილზეა გამოცხადებული. სწავლის წლიური საფასური 8000 ლარს შეადგენს.


3) თავისუალი უნივერსიტეტის გახსნიდან 4 წლის შემდეგ, 2011 წელს აგრარული უნივერსიტეტი ხელახლა გაიხსნა. 2020 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულის მიხედვით აგრუნი მესამე ადგილზე გავიდა. უნივერსიტეტში სამსაფეხურიან სწავლასთან ერთად პროფესიული განათლების მიღებაცაა შესაძლებელი. აგრუნის ფაკულტეტები აგრარულ მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო ტექნოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ვეტერინარიის მიმართულებებს აერთიანებს.


სწავლის საფასური აგრარულ უნივერსიტეტში 3250-დან 3450 ლარამდე მერყეობს. სოციალურად დაუცველები გადასახადისგან თავისუფლდებიან. დამატებით 1 წლიან სასწავლო გრანტს ქიმიასა და ბიოლოგიაში ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზიორები მიიღებენ.


2020 წელს აგრუნიში 440 აბიტურიენტი ჩაირიცხა, 2021 წელს მიღება 425 სტუდენტზეა გამოცხადებული.


4) ჩარიცხული აბიტურიენტების ქულების მიხედვით სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან პირველი ადგილი, საერთო რეიტინგში კი მეოთხე ადგილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიკავა. უნივერსიტეტის ისტორია მოკლეა, მაგრამ ხმაურიანი. ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წელს გაცემული დაპირებით, ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქად უნდა ქცეულიყო. თავდაპირველად ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა იყო გათვალისწინებული, სადაც 60 000 სტუდენტს უნდა ესწავლა. აბსოლუტურად განსხვავებული იყო შენობის რენდერიც. საბოლოოდ უნივერსიტეტი მაინც აშენდა, ოღონდ მას „ტექნოლოგიურის“ მაგივრად „საერთაშორისო“ დაერქვა და პირველ წელს მხოლოდ 244 სტუდენტი მიიღო.



უნივერსიტეტი ივანიშვილმა სახელმწიფოს გადასცა და როგორც სახელმწიფო უმაღლესში სწავლის ღირებულება წლიურად 2250 ლარ შეადგენს. სწავლების ენა ინგლისურია.


5) ჩარიცხული ქულების მიხედვით მეხუთე ადგილზე მყოფი უნივერსიტეტიც თბილისის გარეთ მდებარეობს და ის ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტია. უმაღლესი სამედიცინო პროფილისაა. სწავლება ინგლისურად მიმდინარეობს და სწავლის გადასახადი 10 000 ლარს შეადგენს. 2020 წელს უნივერსიტეტმა მხოლოდ 9 აბიტურიენტი მიიღო, წელს კი მიღება 12 ადგილზეა გამოცხადებული.


პირველ ხუთეულში სახელმწიფო უნივერსიტეტი მხოლოდ ერთია - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მეორე ხუთეულში კი ორი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დანარჩენ სამ ადგილს კი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, ჯიპა და კავკასიის უნივერსიტეტი ინაწილებენ.


ყველაზე მეტი 5082 აბიტურიენტი თსუ-ში ჩაირიცხა. ყველაზე ძვირი კი სწავლა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ღირს – ინგლისურენოვან მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ფასი წლიურად 17 500 ლარია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up