აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხილვა გაიმართა

აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხილვა გაიმართა

access_time2019-04-11 10:59:11

მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობს.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპროექტო დოკუმენტაციას იტალიური საპროექტო კომპანია „კეიოსი“ (KEIOS) და ქართული კომპანია „სიემსი ​ჯგუფი“ (CMC) ამზადებს. აღნიშნულმა კომპანიებმა აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხილვა გამართეს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ყველა ჩართულ მხარე ესწრებოდა.

 


ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კურორტ აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი ითვალისწინებს პარკების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, დამატებითი ისტორიული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობების და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე ოცხეს დაზიანებული ნაპირის მოწესრიგებაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც 2019 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის II კვარტალში დაიწყება.

 

„მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმანში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია, ევგენი ხარაძის მიერ დაარსებული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე მუშავდება დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, – აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.



თეგები:
აბასთუმანი



სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up