აბასთუმნის ობსერვატორიამ ბიზნესდაჯილდოების მონაწილებს უმასპინძლა

აბასთუმნის ობსერვატორიამ ბიზნესდაჯილდოების მონაწილებს უმასპინძლა

access_time2017-07-21 15:37:46

 

თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2017-ის" ფარგლებში, აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე, ჯეოსელმა ნომინაციის „წლის ინოვაციური ბიზნესი" პრეზენტაცია გამართა.  პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული კომპანიები წარუდგინეს.

 

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, თბილისს გარეთ, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სამეცნიერო კვლევების და აღმოჩენების ადგილას იმ წამოწყებებისა და გამოგონებების თავმოყრა, რომლებიც ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 


ნომინაცია „წლის ინოვაციური ბიზნესი"  გულისხმობს როგორც ტექნოლოგიურ, ასევე ბიზნეს პროცესების ინოვაციურ მიდგომას. ამიტომ, წარმოდგენილი კომპანიები გამოირჩევიან თემების მრავალფეროვნებით. აბასთუმნის პრეზენტაციზე ყველა მონაწილე კომპანიას მიეცა საშუალება წარედგინა თავისი ბიზნესი,  გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება და  გაეცნოთ საზოგადოებისთვის თავიანთი მიღწევები და გეგმები.

 

პრეზენტაციის დასაწყისში ბიზნესდაჯილდოების პროექტისა და კერძოდ, ნომინაციის: „წლის ინოვაციური ბიზნესის" შესახებ ისაუბრეს ჯეოსელის ბიზნეს მიმართულების დირექტორმა, მალხაზ ჟორჟიკაშვილმა და თიბისი ბანკის  გენერალური დირექტორის მოადგილემ  ნიკა ქურდიანმა. 

 

ბიზნესდაჯილდოებას თიბისი ბანკი და ჯეოსელი წარმოგიდგენთ, პროექტის  მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში  ახალი ბიზნესების შექმნას  და  მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. დაჯილდოების მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება. ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები  სოციალური ქსელების და მედიის მეშვეობით მთელ  საქართველოს გაუზიარონ. 



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up