აბასთუმნის ობსერვატორიის მთავარი ტელესკოპი დაზიანებულია, რაშიც სახელმწიფო ფულს არ ხარჯავს

აბასთუმნის ობსერვატორიის მთავარი ტელესკოპი დაზიანებულია, რაშიც სახელმწიფო ფულს არ ხარჯავს

access_time2018-07-31 13:05:00

„აბასთუმნის ობსერვატორია ტურისტებს სრული დატვირთვით ვერ ემსახურება, რადგან დიდი ტელესკოპი დაზიანებულია.  ობსერვატორიას რეაბილიტაციის გარდა ახალი ტელესკოპი სჭირდება და სახელმწიფომ ამისთვის, ფულადი სახსრები აუცილებად უნდა გაიღოს“  ეს კომენტარი „კომერსანტთან“ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფროსმა მკვლევარმა შოთა ინასარიძემ  გააკეთა.


90-იან წლებში ობსერვატორია ელექტროენერგიის არქონის გამო გაჩერებული იყო, ხოლო 1997 წლიდან გარკვეული სახის სვლები დაიწყო.


„ სამმეტრიანი ტელესკოპი სარკიანად 10 მილიონი დოლარი ღირს. როდესაც სახელმწიფოს ქვეყანაში ობსერვატორია აქვს მასზე თანხები აუცილებლად უნდა დახარჯოს. ეს ქვეყანას სახელს გაუთქვამს. ტელესკოპის ჩამოტანა ევროპიდან საფრანგეთიდან, ან გერმანიიდან უნდა მოხდეს“  ამბობს, შოთა ინასარიძე. 


ინასარიძის ინფორმაციით, 2009-2010 წლებში გამოჩნდა ინვესტორი,  რომელიც ტელესკოპის აღდგენის მიზნით,  30 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდებას გეგმავდა. თუმცა პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა  ეს საკითხი ვერ მოაგვარა. 


აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის  უფროსი მკვლევარის ინფორმაციით  მთავარი ტელესკოპის ექსპლოატაციაში  პრობლემა 2011 წელსაც დაფიქსირდა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი თანხის მოძიება  ვერც მაშინ მოხერხდა. 

 


„2011 წელს 125 სანტიმეტრიანი ტელესკოპის დეტალი გაფუჭდა და მის აღდგენას ნახევარი მილიონი ლარი სჭირდებოდა. მაშინ ჩეხმა ინვესტორებმა  აღდგენის  სურვილი გამოთქვეს, თუმცა თანხის მოძიება ვერ მოხდა,“ - აღნიშნა ინასარიძემ.

 

ობსერვატორიაში ამჟამად ტურისტების მიღება მეორე შედარებით მცირე მეტრიან ტელესკოპზე მიმდინარეობს. დღის განმავლობაში ობიექტს 150-200 ტურისტი სტუმრობს. თუ დიდი ტელესკოპის რეაბილიტაცია  მოხდება, ვიზიტორთა რაოდენობა ობსერვატორიაში კიდევ უფრო გაიზრდება. 

 

ობსერვატორია ადიგენის მუნიციპალიტეტში, სამხრეთ საქართველოში, თბილისიდან 250 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა.  ეს ობიექტი  პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის სისტემების ცდომილების და ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით 10 ათასი ტურისტი სტუმრობს. ბიექტი  33 ჰექტარზეა განთავსებული. 


ობსერვატორია უკავშირდება კურორტ აბასთუმანს საბაგიროთი, რომელიც გაივლის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში. მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

 

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციაზე ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2019 წელს დასრულდება. პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ხოლო სამუშაოს ღირებულება 3 422 554 ლარია.

 

პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

 

პროექტის ფარგლებში ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარე, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები
access_time2021-06-14 15:30:31
„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.   „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:   შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up