აბასთუმანში შემდეგი ერთი-ორი წლის განმავლობაში 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა იგეგმება

აბასთუმანში შემდეგი ერთი-ორი წლის განმავლობაში 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა იგეგმება

access_time2020-02-10 15:25:58

აბასთუმანის რეაბილიტაციის ფარგლებში შემდეგი ერთი-ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა იგეგმება. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნუცა დათუაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.


აბასთუმანის რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელიც 2017-2028 წლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო, დღეის მდგომარეობით, 18 ისტორიული სახლისა და ობსერვატორიის რეაბილიტაცია განხორციელდა. დასრულებულია აბასთუმანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაც, რაც კურორტის გეგმაზომიერად განვითარების საფუძველს იძლევა. ამჟამად კურორტის ურბანული განახლების პროექტირება მიმდინარეობს.


 მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ აბასთუმანის საინვესტიციო პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მართალია კურორტის რეაბილიტაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა პირველ ეტაპზე სახელმწიფო იყო, მაგრამ ეს კერძო ინვესტორების წახალისებას და ე.წ. საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის დანერგვას ისახავდა მიზნად.



„თეორიულად საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი უკვე განხორციელდა. მთავარი მამოძრავებელი სახელმწიფოა, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურაში დებს ინვესტიციას და ამის განახლებას ახორციელებს. ეს უკვე მიმზიდველია კერძო სექტორისთვის, რომ მოვიდეს და რაღაც გააკეთოს, თუმცა საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის ყველაზე კარგი ვარიანტი ის არის, როდესაც იურიდიულად დაერქმევა სახელი: წილში იქნება სახელმწიფო, კერძო სექტორი, ადგილობრივებიც. ასეთი პროექტი აქ არ განხორციელებულა, თუმცა ამ ურბანული განახლების ერთ-ერთი კომპონენტი ზუსტად ეს საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელია, სადაც იქნებიან მცირე თუ დიდი მეწარმეები და სახელმწიფო იმათთან ერთად გააკეთებს მაგალითად მუზეუმს, ვიზიტორთა ცენტრს თუ სხვა რამეს. არ აქვს მნიშვნელობა ფუნქცია რა იქნება. გვინდა, იურიდიულად აქამდე მივიდეთ“, – განაცხადა დათუაშვილმა.


მისი განმარტებით, აბასთუმანში შემდეგი ერთი-ორი წლის განმავლობაში უკვე 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვას ელოდებიან, თუმცა კურორტის საინვესტიციო პოტენციალი შეუზღუდავია.


„100 მილიონ აშშ დოლარზე მეტის შემოდინებას ველოდებით. ამაზე მეტის თქმა ძალიან გამიჭირდება მიუხედავად იმისა, რომ ყველასთან ვთანამშრომლობთ. ეს საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციაა, რაც უკვე ვიცით, რომ შემდეგი ერთი-ორი წლის განმავლობაში განხორციელდება. თუმცა ამით კურორტის განვითარება არ მთავრდება და ინვესტიციის შესაძლებლობა უსაზღვროა. რამდენი შენობა და თავისუფალი მიწაც არის აბასთუმანში, კურორტმა იმდენი ინვესტიცია შეიძლება მოიზიდოს“, – განუცხადა ნუცა დათუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.


ბიზნესპარტნიორი



თეგები:
აბასთუმანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up