აბასთუმანში ობსერვატორიას თავისი მუზეუმი ექნება

აბასთუმანში ობსერვატორიას თავისი მუზეუმი ექნება

access_time2018-09-11 10:00:00

აბასთუმანში  ობსერვატორიის მუზეუმი  გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტს“  აბასთუმანის ობსერვატორიის მფლობელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის (ილიაუნი) ვიცე რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ობსერვატორიის სივრცე მოწესრიგდება, მუზეუმზე მუშაობაც აქტიურად დაიწყება.



დობორჯგინიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის  მუშაობა  მუზეუმის კონცეფციაზე მიმდინარეობს. ეს იქნება შერეული ტიპის, კონცეფტუალური მეზეუმი.  მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც კონცეფციაზე მუშაობა დასრულდება, მისი დონორებთან შეთავაზებაც მოხდება.



ილიაუნის ვიცე რექტორი ობსერვტორის რეაბილოიტაციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  აბასთუმანში მე-19, 20-ე საუკუნეებში აშენებული სახლებისა და ასტროფიზიკური ობსერვატორიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები  წელს დაიწყო და მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი მოიცავს ტელესკოპი AZT-11 ცენტრალური შენობის რეაბილიტაციასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას, არსებული საბაგიროს რეაბილიტაციას. 



 

აქვე განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი და კაფე, მოეწყობა  საგამოფენო-სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლებული ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა,  საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და  მისი ღირებულება 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


 

დობორჯგინიძე აცხადებს,რომ „ილიაუნს“  საკუთრებაში აბასთუმნის ობსერვატორია, სამეცნიერო-კვლევითი და სასტუმროს ტიპის შენობები  2010 წელს გადაეცა.



ობიექტი ადიგენის მუნიციპალიტეტში, სამხრეთ საქართველოში, თბილისიდან 250 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. 1932 წელს, კურორტ აბასთუმანთან ახლოს, ობსერვატორია მთა ყანობილზე აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა. ობსერვატორია უკავშირდება კურორტ აბასთუმანს საბაგიროთი, რომელიც გაივლის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში. ობსერვატორია და მისი მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს“.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 


 






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up