აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დასრულდა - რა დაავადებებს და როგორ უმკურნალებენ ახალ ცენტრში (ექსკლუზიური ფოტოები)

აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დასრულდა - რა დაავადებებს და როგორ უმკურნალებენ ახალ ცენტრში (ექსკლუზიური ფოტოები)

access_time2019-06-17 15:30:20

„აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დასრულდება“,- ამის შესახებ კომერსანტს კომპანია „პოზიტივის“ დირექტორმა და სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარმა არქიტექტორმა მალხაზ ჯეირანაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ფონდი ქართუ უახლოეს მომავალში ახლად აშენებულ საავადმყოფოს სახელმწიფოს გადაეცემა, რის შემდეგაც ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრი პაციენტების მიღებას შეძლებს.

 

ოფიციალური დოკუმენტებით მშენებლობის დამკვეთი  საქველმოქმედო ფონდი “ატუა“, არაოფიციალურად კი ყველამ იცის, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის “ფონდი ქართუს“ დაფინანსებით განახორციელა. მალხაზ ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით 5 მლნ ლარია. სამშენებლო-სამონტაჟო ღირებულება დაახლოებით სამი მილიონი 400 ლარი იყო.


 


ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყო.  საავადმყოფო 100 პაციენტზეა გათვლილი. ცენტის სამშენებლო ფართი 4400 კვადრატული მეტრია.

 





სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარ არქიტექტორი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ მოეწყო და მოპირკეთდა საავადმყოფოს ეზო, სადაც იტალიიდან ჩამოტანილი მარავალწლიანი ნაძვები, ფიჭვები და ფოთლოვანი მცენარეები დაირგო.




ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი რევაზ ჟღენტი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი პროფილის სამედიცინო დაწესებულება პირველად იხსნება არა მარტო საქართველოში, არამედ ასეთი დაწესებულება ამიერკავკასიის მასშტაბითაც პირველია. მისი თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრში მხოლოდ ტუბერკულიოზის მკურნალობა არ იქნება შესაძლებელი.

 

„ახლა საბოლოო ტესტირებებს გავდივართ. ეს იქნება ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიების სარეაბილიტაციო— სამკურნალო ცენტრი. აქ შევა პროფესიული დაავადებები, მუნიკულიოზი, ქრონიკული ბრონქიტები,  სარკოიდოზები,  ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები. აქამდე თუ იყო ტოლობის ნიშანი ტუბერკულიოზი აბასთუმანია, შეიქმნა ისეთი რეალობა, რომ თანამედროვე მედიკამენტებით აღარ საჭიროებს დაავადება აქცენტირებას. სარეაბილიტაციო ცენტრში იქნება კომპლექსური გამოკვლევის თანამედროვე მეთოდები, როგორც რენტგენი, ექოსკოპია, სრული ბიო-ქიმიური კვლევა. ძალიან ფართო სპექტრით იქნება წარმოდგენილი ფიზიო პროცედურები - სატრენაჟორო დარბაზი, სპეციფიური სუნთქვითი ვარჯიშები, მასაჟი. მოეწყობა მარილის ოთახი, ასევე გვექნება სხვადასხვა არომატის ინჰალაციები. ხშირად ვინც ავადმყოფობს ფილტვის ანთებით, გრიპოზული მდგომარეობებით, ეს ცენტრი იქნება მოწოდებული რომ, ზოგადად,  მდგრადობა აუმაღლოს. ხარჯებს მთლიანად გაიღებს სახელმწიფო, ანუ ეს იქნება ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო სახელმწიფო პროგრამა. საწყის ეტაპზე პაციენტთა მიმართვიანობა განისაზღვრება თბილისშ,ი ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრის მიერ. მომავალი წლიდან იგეგმება სამედიცინო ტურიზმის კუთხითაც მუშაობა და პაციენტების მოზიდვაზეც იქნება აქცენტი გაკეთებული“, - განაცხადა რევაზ ჟღენტმა.


ბაჩო ადამია




14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“
access_time2021-05-14 17:00:56
,,კარგი მოვლის შემთხვევაში, 1 ჰექტრიდან 8-9 ათასი დოლარის შემოსავლის მიღება არის შესაძლებელი“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ქართული ზეთისხილის დამფუძნებელმა და მსოფლიო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა.   გიორგი სვანიძის თქმით, წელს გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ გაზრდილ მოსავალს ელოდებიან, ქართული ზეთისხილი კი რუსეთსა და ნიდერლანდებშიც გაიყიდება.   ,,წელს, საკმაოდ კარგი მოლოდინი გვაქვს მოსავლის კუთხით. დაახლოებით 2-ჯერ მეტს...

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ
access_time2021-05-14 20:00:23
აშშ-ს საელჩომ მოსკოვში რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსები, რომლებსაც შტატებში ბიზნესისთვის ან სასწავლებლად წასვლა სურთ, ვიზების მიღება მესამე ქვეყნებში შეუძლიათ.   საკონსულო მომსახურეობის შეჩერება - ვაშინგტონს და მოსკოვს შორის სანქციების გაცვლის შედეგებია - პრინციპი „თვალი თვალის წილ“ დიპლომატიაშიც მოქმედებს.   ამერიკა უფრო შორს წავიდა და მოსკოვში თავის საელჩოში რუსეთის მოქალაქეების დასაქმება აკრძალა, რაც...

Forbes: მიშვებული კონფლიქტი ისრაელს და პალესტინას შორის

Forbes: მიშვებული კონფლიქტი ისრაელს და პალესტინას შორის
access_time2021-05-14 18:00:05
ერთხელ ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის ერთ-ერთმა მრჩეველმა ცხელ გულზე განაცხადა - „იერუსალიმში ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ტუალეტსაც კი ვერ ჩადგამ“.   გარკვეულწილად ეს ასეც არის, თუმცა, გასაგებია რატომაც - იერუსალიმის საკითხი ისრაელის შიდა საქმეების კატეგორიას კარგა ხანია გასცდა და ის მთელს მსოფლიო პოლიტიკაზე მოქმედებს.   რეალურ ცხოვრებაში, ამ ქალაქის ერთიანი სტატუსის მიუხედავად, რამდენიმე, განცალკევებული და თითქმის ავტონომიური...


მსგავსი სიახლეები

up