აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება

აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება

access_time2019-04-15 17:00:08

„აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება“,- ამის შესახებ კომერსანტს კომპანია „პოზიტივის“ დირექტორმა და სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარმა არქიტექტორმა მალხაზ ჯეირანაშვილმა განუცხადა. ოფიციალური დოკუმენტებით მშენებლობის დამკვეთი  სწორედ „შპს პოზიტივია“ ხოლო არაოფიციალურად კი ყველამ იცის რომ მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ ახორციელებს. მალხაზ ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით 6 -7  მლნ ლარია.

 

დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად „კომერსანტი“ კომპანია „პოზიტივის“ დირექტორს და სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარ არქიტექტორს მალხაზ ჯეირანაშვილს დაუკავშირდა. ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მშენებლობის ზუსტი ხარჯები ჯერჯერობით უცნობია.


 

 

„მშენებლობის ღირებულება დაახლოებით სამი მილიონი ლარი იყო , თუმცა ხარჯები გაიზარდა, რადგან სარეაბილიტაციო ცენტრის აღჭურვილობაში მივიღეთ მონაწილეობა, ზუსტი თანხას ამ დრომდე არ ვიცით“, განაცხადა მალხაზ ჯეირანაშვილმა.

 

 ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყო.  კომერსანტის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ შენობა ტერასული სისტემის ორ და სამსართულიანი იქნება. 100 პაციენტზე გათვლილი საავადმყოფოს სამშენებლო ფართი 2001 კვადრატული მეტრია.

 

 

 მალხაზ ჯეირანაშვილის სახელს კიდევ ერთი გრანდიოზული მშენებლობა უკავშირდება - ის პანორამა თბილისის მთავარი არქიტექტორია. რაც შეეხება კომპანია “პოზიტივს“, სადაც ჯეირანაშვილს დირექტორის თანამდებობა უკავია, 100 პროცენტიანი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გარი ხოსიტაშვილია. ჯეირანაშვილმა „კომერსანტთან“ შპს „პოზიტივზე“ და გარი ხოსიტაშვილზე საუბარი არ ისურვა. თუმცა, ხოსიტაშვილზე ინფორმაცია სოციალურ ქსელ linkedin— ში მოვიძიეთ. როგორც ირკევა, შპს პოზიტივის დირექტორი წარსულში რუსეთში შინაგან საქმეთა სამინისტროში ექსპერტ კრიმინალისტად მუშაობდა.


 

 


 

 

აღსანიშნავია, რომ აბასთუმნის რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც დაბას პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა. დასასვენებლად ჩასულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაკვირვება გამოთქვა კურორტი ასეთი გაპარტახებული რომ დახვდა და ადგილობრივებს მისი აღმშენებლობის პირობა მისცა.

 

 როგორც მალხაზ ჯეირანაშვილმა კომერსანტთან საუბარში აღნიშნა, მართალია სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის დამკვეთი  „შპს პოზიტივია“, მაგრამ პროექტს სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ აფინანსებს.

 

 რა ფორმით არის ჩართული ფონდი ქართუ საავადმყოფოს მშენებლობის დაფინანსებაში, არქიტექტორი არ აკონკრეტებს. ამიტომ დეტალების გარკვევა კომერსანტმაც სცადა, თუმცა ფონდ ქართუსთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ქალაქის ნომერზე, რომელიც ოფიციალურად არის საიტზე მითითებული არავინ პასუხობს.

 

 აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის სახელს მხოლოდ ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა არ უკავშირდება. თანაინვესტირების ფონდი  აბასთუმანში, „მარიოტი“-ს საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ააშენებს. ამჟამად, სასტუმრო მშენებლობის საწყის ეტაპზეა და 2020 წლიდან დამსვენებლების გამასპინძლებას შეძლებს. დღეის მდგომარეობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

 

 მალხაზ ჯეირანაშვილმა კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „ფონდ ქართუ“-ს აბასთუმანში დაწყებული აქვს მუშაობა წყლის სისტემის მშენებლობაზეც, რაზეც რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

როგორც ცნობილია, აბასთუმანში უკვე დაწყებულია განადგურების პირას მისული მე-18, მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია და მათი პირვანდელი იერსახით აღდგენა. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია, ღირებულება კი დაახლოებით 3.7 მილიონი ლარია.



ბაჩო ადამია





ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის

ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის
access_time2020-09-23 16:00:59
იმის მიუხედავად, რომ ლურჯ მოცვზე  ევროკავშირში საქართველოდან შესაძლო ექსპორტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ამ პროდუქტმა ევროპის ბაზარზე ადგილი ჯერ ვერ დაიმკვიდრა.   2020 წლის განვლილ პერიოდში ექსპორტზე 650 ტ ლურჯი მოცვი გავიდა, თუმცა 99%  რუსეთში გაიყიდა.   კომპანია „ეფკოს“ დირექტორის იოანე მორჩილაძეს თქმით, ქართული ლურჯი მოცვი სრულფასოვნად ევროპაში ექსპორტზე არც გასულა.   „თუ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან რაოდენობაზე, ევროკავშირში...

პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის - კობა გვენეტაძე

პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის - კობა გვენეტაძე
access_time2020-09-23 15:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაცვლითი კურსის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს. კობა გვენეტაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძის პოსტს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა XX მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს...

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის, 217 მილიონი ევრო გამოუყო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის, 217 მილიონი ევრო გამოუყო
access_time2020-09-23 10:30:22
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 217 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყო. სესხის ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს. არსებული ევროობლიგაციები კორპორაციამ  2016 წელს 5 წლის ვადით განათავსა და გრაფიკის მიხედვით იგი სრულად 2021 წლის აპრილში უნდა...

ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია - ლევან კობერიძე

ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია - ლევან კობერიძე
access_time2020-09-23 14:40:33
„ექიმი ვახტანგ ყიფიანი  არის ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარი - ასე  გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ვაკის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე ექიმ ვახტანგ ყიფიანის პატიმრობას. კობერიძის განმარტებით ექიმი ვახტანგ ყიფიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. „მინდა  უბრალოდ კონცენტრაცია გავაკეთო ჩვენი კოლეგების კოლეგის ვახტანგ  ყიფიანის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. თქვენ იცით ეს შემთხვევა, ბატონი ვახტანგი ბოლო...

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს
access_time2020-09-23 13:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2520 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2940 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2920 ლარადაა...


მსგავსი სიახლეები

up