აბასთუმანში ავტოსადგომის მოწყობაზე 9-მილიონიანი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა - იწყება თუ არა დაბის ელექტრომანქანებისთვის მომზადება?

აბასთუმანში ავტოსადგომის მოწყობაზე 9-მილიონიანი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა - იწყება თუ არა დაბის ელექტრომანქანებისთვის მომზადება?

access_time2019-05-22 18:13:15

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბასთუმანში ღია ავტოსადგომის მოწყობის მიზნით ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.


სადგურისა და ღია ავტოსადგომის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესყიდვის მიზნით ტენდერი მეორედ 21 მაისს გამოცხადდა.


სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ივნისს დაიწყება და 13 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 028 361 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ავტოსადგომი გათვლილი უნდა იყოს 4.2 ჰა ტერიტორიაზე 1 000 ავტომობილზე.


„საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ღია ავტოსადგომი მინიმუმ 1 000 მანქანაზე. აქედან - 200 ავტოსადგომი ელექტრო მანქანისთვის, სატენი პორტალებით, რომელთაგან 100 ავტოსადგომი უნდა იყოს გადახურული; 10 ავტობუსის ავტოსადგომი; ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესასვლელ/გამოსასვლელი გზების მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ნაგებობებით/კონსტრუქციებით (მაგ. ხიდი) და მათი დაკავშირება ცენტრალურ სამანქანო გზასთან.



ავტოსადგომის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების ოპტიმალური გადაწყვეტა; სამანქანო შესასვლელ-გასასვლელი შლაგბაუმით/ბოლარდებით (ავტომატური, მიწაში ჩამავალი); საფეხმავლო შესასვლელი და გასასვლელი; ავტოსადგომის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები (გამოყოფილი მანქანის სავალი ნაწილიდან); შესასვლელში და გასასვლელში ბილეთების შესაძენი და დასარეგისტრირებელი აპარატები,“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.


სატენდერო პირობების თანახმად, ტერიტორიაზე იგეგმება ასევე მცირე სადგურის მოწყობაც, რომლის მოსაცდელი ფართი მინიმუმ 150 ადამიანზე იქნება გათვლილი. სადგური მოემსახურება საზოგადოებრივ ტრანსპორტს სტუმართა გადასაყვანად ავტოსადგომიდან დაბა აბასთუმანში.


ტენდერი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას უკავშირდებოდეს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ აბასთუმანი ელექტრომანქანების დასახლებად ექცია. მისი თქმით, სახელმწიფოს არ აქვს საშუალება და ადგილობრივებს თვითონ დაეხმარებოდა.


მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას და აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები,“-აღნიშნა ივანიშვილმა გასულ წელს. მისივე თქმით, აბასთუმანში 800 ოჯახი ცხოვრობს და ზოგს უყიდის ელექტრომანქანას, ხოლო ზოგს სხვა მხრივ დაეხმარება.


ცნობისთვის, აბასთუმანში ავტოსადგომისა და სადგურის მოწყობის მიზნით, ტენდერი აპრილშიც გამოცხადდა. რომელშიც ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა - ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპმა, თუმცა, კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.


BPN



თეგები:
აბასთუმანი



მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up