აბასთუმანში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Autograph Collection-ი 2022 წლის გაზაფხულზე, დათქმულ ვადებში დასრულდება

აბასთუმანში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Autograph Collection-ი 2022 წლის გაზაფხულზე, დათქმულ ვადებში დასრულდება

access_time2020-06-12 11:15:18

აბასთუმანში „მარიოტი“-ს საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5 ვასრკვლავიანი სასტუმრო 2022 წლის გაზაფხულზე, დათქმულ ვადებში გაიხსნება. ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული სამუშაოების დასრულების ეტაპი.


როგორც, თანაინვესტირების ფონდში „კომერსანტს“ განუცხადეს, სასტუმროს მშენებლობის პროცესი პანდემიის გამო გარკვეული პერიოდით შეფერხდა, თუმცა დასრულების ვადა ამ ეტაპზე უცვლელია.


პროექტის დაწყების პირველ ეტაპზე სასტუმროს დასრულების თარიღად 2021 წელი დაანონსდა, თუმცა  2019 წლის ზაფხულში ვადა დაკორექტირდა.


Autograph Collection - ის სასტუმროში 150 ნომერი განთავსდება. ამ ეტაპზე, სასტუმროს ნომრის ფასი არ არის დადგენილი. როგორც ფონდში განმარტავენ, სასტუმროს ნომრის ღირებულება დამოკიდებული იქნება გახსნისას ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე.



პროექტის მშენებლობის ეტაპზე 300 ადამიანი დასაქმდება, ხოლო სასტუმროს ამოქმედების შემდგომ 200-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აღსანიშნავია, რომ საუბარი იყო 400 სამუშაო ადგილის შექმნაზე, თუმცა ეს მაჩვენებელიც ცოტა ხნის წინ დაკორექტირდა. 


მოგეხსენებათ, ჩვენი პროექტის გარდა, აბასთუმანში მიმდინარეობს კურორტის სრული რეაბილიტაციის პროცესი. ვფიქრობთ, რომ აბასთუმანი განსაკუთრებული ადგილია ვინაიდან მას აქვს ძალიან მდიდარი ისტორია და თავს უყრის ისეთ მრავალმხრივ საინტერესო შენობებს და ძეგლებს როგორიცაა სამეფო აბანო, მეფის სასახლე, ასტროფიზიკური ობსერვატორია. ამასთანავე, აბასთუმანში გამორჩეული მთის კლიმატია, შედარებით მშრალი ჰავა და სუფთა ჰაერი, ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობით. აბასთუმნის გარშემო კი, 1-2 საათის სავალზე შესაძლებელია ისეთი ისტორიული ძეგლებისა და მონასტრების დათვალიერება, როგორიცაა ვარძია, საფარის მონასტერი, რაბათის ციხე და მრავალი სხვა. ამასთანავე, როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან მგზავრების ტრანსპორტირება აბასთუმნის მიმართულებით, საკმაოდ კომფორტული და სწრაფია.


საერთაშორისო ქსელის და სტანდარტების სასტუმროს მშენებლობაც სწორედ, ამ კურორტის აღორძინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი იქნება. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების მოზიდვას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ახალი სამუშაო ადგილების შემქნას.“ - განმარტავს „თანაინვესტირების ფონდის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნუცა ქისტაური.


სასტუმროს ჯამური ინვესტიცია კი 34 მლნ დოლარს შეადგენს. Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აბასთუმანში სანატორიუმ ცისარტყელას ტერიტორიაზე, დაახლოებით 25 000 კვადრატული მეტრის ფართობზე შენდება. სასტუმრო მოიცავს სპას, აუზს, რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, ტერასას 360 გრადუსიანი ხედით და ა.შ.

 

მარიამ მორგოშია



თეგები:
autograph collection



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up