აბასთუმანი სამხრეთ კავკასიაში პირველი დასახლება იქნება, სადაც მხოლოდ ელექტრომობილები ივლიან

აბასთუმანი სამხრეთ კავკასიაში პირველი დასახლება იქნება, სადაც მხოლოდ ელექტრომობილები ივლიან

access_time2018-11-19 09:05:34

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს 95 წლის წინ აგებულ შენობაში 49 პაციენტი ყოველდღიური რისკის ფასად მკურნალობს. ექიმებს პაციენტებზე ზრუნვა მუდმივი სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოების ფონზე უწევთ.


ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა, სადაც დაზიანებულია კედლები, იატაკი, არის ღია სივრცეები -შეიძლება დაგროვდეს ბაქტერიები, რომელიც გარემოს უქმნის საფრთხეს.


"4 წელზე მეტი ვეძებდით ინვესტორს, რომელთანაც მონაცვლეობას გავაკეთებდით. ამ ძველი ინფრასტრუქტურის სანაცვლოდ აგვიშნებედნენ ახალს, მაგრამ ეს ვერ შევძელით. მაგრამ სამაგიეროდ საქველმოქმედო ფონდის საშუალებით შევძელით გაცვლის გარეშე . ის ააშენებს ახალ ინფრასტრუქტურას ასეთი პაციენტების სარეაბილიტაციო ცენტრისთვის და გადასცემენ სახელმწიფოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც მინისტრი ახსენებს, "ქართუ ფონდია". ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, აბასთუმანში ახალი მრავალფუნქციური სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, სადაც ტუბერკულიოზის გარდა, ფილტვის სხვა პრობლემებსაც უმკურნალებენ. ახალი ნაგებობა მოქმედი საავადმყოფოდან მოშორებით, აბასთუმნის შესასვლელში განთავსდება და 100 პაციენტზე იქნება გათვლილი. მათ, ვისაც სიახლე ეხებათ, იციან, რომ ახალი მდებარეობა გამოკვლეულია და გარემო სამკურნალო სტანდარტებს სრულად შეესაბამება.



მზადება უკვე დაწყებულია ტურისტების ახალი ნაკადების მისაღებადაც. აბასთუმნის ცენტრში აშენდება უმაღლესი კლასის და მსოფლიო სტანდარტების სასტუმრო პარაგრაფი, რომლის ანალოგი საქართველოში, შეკვეთილში უკვე არსებობს. მშენებლობის პროცესში დაახლოებით 350 ადამიანი დასაქმდება, დასრულების შემდეგ კი მუდმივ სამუშაოს 250-მდე ადამიანი მიიღებს. გეგმის მიხედვით, მათი მინიმუმ 80% ადგილობრივი იქნება. მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტისთვის ინვესტორი 30 მილიონ ამერიკულ დოლარს ხარჯავს.


ქვეყნის სავიზიტო ბარათად აბასთუმანს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ინიციატივა აქცევს. ის უნდა იყოს სამხრეთ კავკასიაში პირველი ქალაქი, სადაც მხოლოდ ეკოტრანსპორტი იმოძრავებს. გენერალური გეგმა უკვე მზად არის, ახლა მუშაობა სატრანსპორტო სქემის ორგანიზებაზე მიმდინარეობს იმისთვის, რომ ეს დასახლება გამჭოლი სატრანზიტო გზის ნაწილი არ გახდეს და დაცული იყოს ურბანული სიმყუდროვე.


აბასთუმანში ტურისტებიც და ადგილობრივებიც ელექტრომობილებით ისარგებლებენ, ხარჯებს კი ისევე როგორც სხვა შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ფარავს. მისი დაფინანსებით უკვე დაწყებულია მშენებლობები და ინფრასტრუქტურის მოწყობა.


imedinews


თეგები:
აბასთუმანი



Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up