ყველასგან მიტოვებული აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ ახალი სიცოცხლის დაბრუნების მოლოდინშია

ყველასგან მიტოვებული აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ ახალი სიცოცხლის დაბრუნების მოლოდინშია

access_time2018-10-12 18:00:27

პატარა, ერთ და ორსართულიანი ძველი სახლები, უმეტესად ლურჯ, ყვითელ და მწვანე ფერში შეღებილი. იშვიათი არქიტექტურის ხისაივნიან სახლებს მე-19-ე საუკუნის დამახასიათებელი აჟურული მორთულობები ამშვენებს. მიუხედავად იმისა, რომ სახლების უმეტესობა ნგრევის პირასაა, წიწვოვან ტყეში ჩაფლული დაბა  დამთვალიერებელს შთამბეჭდავ ემოციებს გვრის. ეს აბასთუმანია, ოდესღაც ხალხმრავალი, განთქმული სამთო კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი. წლების წინ, აბასთუმანს შვეიცარიის კურორტებსაც ადარებდნენ. თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ეს ეპითეტი კურორტის  შეფასებისაგნ ძალიან შორსაა.


 


წლების განმავლობაში მიტოვებული და განადგურების პირას მისული კურორტის აღდგენა-რეაბილიტაცია ხელისუფლებამ ახლახან გადაწყვიტა. ისტორიული სახლების პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია, ღირებულება კი დაახლოებით 3.7 მილიონი ლარია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე ამბობს, რომ პროექტი ითვალისწინებს დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-18, მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციას და მათი პირვანდელი იერსახით აღდგენას.

 



„პროექტი გაყოფილია სამ ეტაპად და მოიცავს აბასთუმანში არსებული ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას. პირველ ეტაპს დაახლეობით ერთ წელი დასჭირდება. მომავალი წლის ოქტომბრისთვის ეს 18 ურბანული ძეგლი სრულად  იქნება რეაბილიტირებული“,-აცხადებს ბექა ბარამიძე.


 


ყველაზე მეტად აბასთუმანის რეაბილიტაცია ადგილობრივ მოსახლეობას უხარია. მათ პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვთ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ აბასთუმანში დასასვენებლად იყო ჩასული.  ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაკვირვებული ყოფილა კურორტი ასეთი გაპარტახებული რომ დახვდა. აბასთუმნელები ფიქრობენ, ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ დაბას სიცოცხლე დაუბრუნდება, მით უმეტეს, რომ პარტიის თავმჯდომარე მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას დაჰპირდა.

 



„დიდი სანატორიუმი იყო ვარძიას ეძახდნენ, შენობის პირველ სართულზე ვმუშაობდი, სადაც ბუღალტერია იყო. აბასთუმანში სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდიოდა. შუა აზიელებს შარვლები ეცვათ, არიფებივით მივცვივდებოდით ფანჯარასთან, ვაიმე ქალებს შარვლები აცვიათო და გაკვირვებულები ვუყურებდით. ჩემი ასაკის ვინც არის აბასთუმანში მეუბნებიან, თინა გახსოვს როგორ გვიკვირდა ქალებს შარვლები რომ ეცვათო, ახლა მარტო ბებრებს გვაცვია კაბები“ - ამ ისტორიას კომერსანტს 81 წლის თინა ნათელაშვილი უყვება, რომელსაც დღეს შარვლიანი ქალი ნამდვილად აღარ უკვირს, სამაგიეროდ უცხოელ ტურისტბს ვეღარ ხედავს, ამიტომ კურორტის განახლებას ყველაზე მეტად ელოდება. თინა ბებო დაბაში 1953 წლიდან ცხოვრობს. აბასთუმნის მემატიანეს, რომელმაც ყველა კულტურული მემკვიდრეობის ისტორია ზეპირად იცის, იმედი აქვს, რომ კურორტი ძველ დიდებას დაიბრუნებს და ისევ ისეთი ხალხმრავალი გახდება.


 



„აბასთუმანი იყო საკავშირო მნიშვნელობის დახურული ინფექციური კურორტი. საბჭოთა კავშირში ვისაც კი ბრონქიტი და სასუნთქი გზების პრობლემები ჰქონდა, ყველა აქ ისვენებდა. იმ პერიოდში 10 სანატორიუმი მუშაობდა და 2500 ადამიანი ისვენებდა. დღეს მარტო ერთი სანატორიუმი მუშაობს, სადაც მხოლოდ ქართველი დამსვენებლები არიან. სანამ კურორტ-სამმართველო და სანატორიუმები მუშაობდა, თუ არ გეზარებოდა 2-3 ადგილზე ვმუშაობდით. ახლა სამუშაო აღარ არის,  ხალხი პენსიაზეა დამოკიდებული. მოვიდნენ და აბასთუმნის განახლება დაიწყეს, ძალიან მიხარია აქაურობა რომ არ დაინგრევა, ეს ხომ ერთადერთი კურორტია, სადაც სუფთა ჰაერი დარჩა.“,- ამბობს თინა ნათელაშვილი.


 თინა ნათელაშვილმა „კურორტ სამმართველოში“  40 წელი იმუშავა. ადგილობრივი ახალგაზრდებისაგან განსხვავებით თინა ბებოს   აბასთუმნის დატოვება არასდროს უფიქრია. 


 


როგორც ხელისუფლება გვპირდება, ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ამის პარალელურად აბასთუმანში ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის  ვიცე რექტორი ნინო დობორჯგინიძე აცხადებს, რომ  პროექტი დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს, სადაც ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი განთავსდება. ასევე მოეწყობა კაფე, საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. დობორჯგინიძის თქმით, პროექტის ფარგლებში,  გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

 



„აბასთუმანის ობსერვატორია საქართველოში არის მეცნიერების სიმბოლური ადგილი, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს იმ მიღწევებს რომელიც ჩვენს მეცნიერებს ჰქონიათ წლების განმავლობაში. ინფრასტრუქტურა მოძველდა, ტელესკოპებიც გამოდის მწყობრიდან, ეს არის მსოფლიო ბანკის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. მთელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს . აქ მოეწყო არამარტო სამუშაო ოთახები ,არამედ ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერების მუზეუმი“,-აცხადებს ნინო დობორჯგინიძე.

 



ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის სისტემების ცდომილების და ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს. დღევანდელი მდგომარეობით, ადგილზე 125 ადამიანია დასაქმებული.

 



რეკონსტრუქცია უტარდება ობსერვატორიის საბაგიროსაც. განახლებული საბაგირო გზით ასვლა შესაძლებელი იქნება მთა ყანობილზე, რომელიც ზღვის დონიდან 1 700 მეტრზე მდებარეობს. მოქმედი საბაგირო 30-ზე მეტი წლის წინ არის აშენებული. რეკონსტრუქცია, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს,  ნოემბრის ბოლოს უნდა დამთავრდეს.


 


რეპორტაჟის მომზადება შესაძლებელი გახდა კამპანია გაიცანი საქართველოს ფარგლებში, რომლის მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაა. კამპანია ხორციელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ.

 


ავტორი: ბაჩო ადამია




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up