აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში

access_time2017-11-16 13:04:54

პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტი იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გეგმავს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მოლაპარაკების დროს კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია ანატოლი ბიბილოვის მოსკოვში ვიზიტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

 

„გარდა იმისა, რომ არის საერთაშორისო სამართლის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის შელახვა, ეს არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ მოახდინონ ამ რეგიონის კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია რუსეთში. გარდა ამისა რუსეთი ქმნის იმის განცდას, რომ ეს რეგიონები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს",- ამბობს ზურაბ აბაშიძემ.

 


პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს დადებული შეთანხმება იქნება. მისი განმარტებით, წინა შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ შვეიცაირიულმხარესთან ერთად განისაზღვრებოდა შესაბამისი კონტრაქტების ხელმოწერის თარიღი. აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველომ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოების შესაბამისი ეტაპი და შვეიცარიულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს. რაც შეეხება გრიგორი კარასინის განცხადებას, თითქოს ქართული მხარე მზად არ არის, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, ზურაბ აბაშიძე მას სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

 

აბაშიძე-კარასინის პირველი შეხვედრა პრაღაში 2012 წლის დეკემბერში გაიმართა.



ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში
access_time2021-07-30 15:00:52
თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში მობინადრეების ცხოვრების ხარჯი, კომუნალური გადასახადების გამოკლებით, 400-600 ლარს აღწევს. ამ თანხაში შედის საცხოვრებელი არეალის - სადარბაზოებისა და ეზოების, გამწვანების, ლიფტის, საცურაო აუზების, სასეირნო და სარბენი ბილიკების და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი. ამ პროცესს დეველოპერი დაქირავებული კომპანიების საშუალებით უზრუნველყოფს ან ასეთ ფირმებს თავად  ამხანაგობები ქირაობენ. მომსახურების...


მსგავსი სიახლეები

up