აბაშიძე კარასინის განცხადებაზე: ყველაზე დიდი სახელმწიფოც კი  მეზობლებს ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს

აბაშიძე კარასინის განცხადებაზე: ყველაზე დიდი სახელმწიფოც კი მეზობლებს ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს

access_time2019-06-14 09:45:31

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მუქარის შემცველი განცხადებები უხერხულობას უქმნის. ამის შესახებ აბაშიძემ პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, როდესაც ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ რუსი დიპლომატის განცხადება შეაფასა.



ზურაბ აბაშიძის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, გეოგრაფიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო, მილიონიანი არმიით, ბირთვული იარაღით ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს მეზობლებს და თუ ეს არის რაღაც ძლიერების დემონსტრირება, მაშინ რუსეთი საპირისპირო შედეგს აღწევს. ქართველმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან არავის წინააღმდეგ არის მიმართული.


„როდესაც მესმის რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ასეთი მუქარის შემცველი განცხადებები, სიმართლე გითხრათ მეუფლება უხერხულობა.


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, გეოგრაფიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო, მილიონიანი არმიით, ბირთვული იარაღით ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს მეზობლებს.



თუ ეს არის რაღაც ძლიერების დემონსტრირება, მაშინ მე ვფიქრობ საპირისპირო შედეგს აღწევენ. ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.


ჩვენ ეს კიდევ გავიმეორეთ. ვთქვით ცალსახად, რომ აქ დისკუსიაში ვერ შევალთ ჩვენი ნატოსთან თანამშრომლობის შესახებ. ეს არ არის ის ფორმატი, სადაც ამაზე უნდა ვისაუბროთ.


ზოგადად ასეთია ჩვენი პასუხი, რომ ეს არის ჩვენი სუვერენული არჩევანი და სუვერენული უფლება. ამაზე იქეთ არ მივდივართ.


კარასინმა ისაუბრა შეხვედრაზე ჩვენს ურთიერთობაზე ნატოსთან. მას ეს ადრეც გაუკეთებია და არა მხოლოდ აქ, არამედ სხვაგანაც. შესაძლებლობებს ყოველთვის მაქსიმალურად იყენებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ პრაღაში ამ თემაზე დისკუსიაში შესვლას არ ვაპირებთ.



აქ განსახილველი არ არის ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან, თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ მიმართული არაა. ამით შემოიფარგლება ხოლმე საუბარი და ამჯერადაც ასე იყო“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 


imedinews.ge




პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა
access_time2020-08-14 15:20:52
2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების...


მსგავსი სიახლეები

up