აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსური რეაბილიტაცია განხორციელდება

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსური რეაბილიტაცია განხორციელდება

access_time2018-07-19 16:57:38

ახლო მომავალში აბაშაში ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსური რეაბილიტაციისა და სამუზეუმო მოწყობის პროცესი დაიწყება. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 


ფიზიკური სამუშაოების დაწყებამდე, მუნიციპალური თვითთმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, საპროექტო დოკუმენტაციას კომპანია „ივერთმშენი“ მოამზადებს, რასაც თავის მხრივ საფუძვლად დაედება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი კონცეფცია.


სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძისა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ დანელიას უშუალო ინიციატივებით სააგენტოს არქიტექტორებისა და ხელოვნებათმცოდნეების მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, განახლებული სამუზეუმო სივრცე მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მხარეების, მისი პორტრეტის, ქართულ ლიტერატურაში, ხელოვნებასა და ქვეყნის ისტორიაში შეტანილი წვლილის ღირსეულად წარმოჩენას შეძლებს.


ამავე კონცეფციის თანახმად, მე-19 საუკუნის ეთნოგრაფიის აღდგენის გზით, რეკონსტრუირდება კ. გამსახურდიას ოჯახის მემორიალური გარემოც. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ; ირმა დოლიძის, ნინო ვაჩეიშვილისა და გიორგი სოსანიძეს მიერ მომზადებული განვითარების კონცეფცია კ.გამსახურდიას სამუზეუმო კომპლექსში რამდენიმე ზონის მოწყობას ითვალისწინებს. მათგან პირველი ვიზიტორთა მიღების,საინფორმაციო, სამუზეუმო-საექსპოზიციო ზონა იქნება, სადაც ვიზიტორთა მიღების არეალები განთავსდება.



კომპლექსის მთავარი, თემატური საინტერპრეტაციო სივრცე თანამედროვე ტიპის ნაგებობაში მოეწყობა. საგამოფენო დარბაზი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ექსპონირებას დაეთმობა, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება კ. გამსახურდიას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების, უშუალოდ მწერლის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმებისა და სხვა ელექტრონული მასალების ხილვა. ამავე სივრცეში სპეციალური ადგილი დაეთმობა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თემას, სადაც ვიზიტორებს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტირაჟირებულ ასლზე საკუთარი ხელმოწერის დატანისა და სამახსოვრო სუვენირად შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.


საზოგადოებრივ- კულტურული აქტივობების ზონაში ღია ცის ქვეშ არსებული სცენა, კულისებით რეკონსტრუირდება და სამომავლოდ სპექტაკლების, კონცერტების, საიუბილეო და სხვა მასობრივი ღონისძიებებისთვის გამოიყენება. ეთნოგრაფიულ ზონაში მეგრული კარ-მიდამო შესაბამისი ინტერიერებით მოეწყობა. რეკონსტრუირდება ოდა სახლი ტიპური ჭერით, იატაკით, ბუხრით, აივნითა და კიბეებით. მოეწყობა ჯარგვალი და წყლის წისქვილი მდ. ზანაზე. რეაბილიტირდება ხიდი. რეაბილიტირდება მარანი ხეში ამოთლილი საწნახელით და არსებული ნალიათი. მდ. ზანასნაპირზე მოეწყობა თევზისა და კიბორჩხალას საჭერი ფაცერები. კონცეფციის მიხედვით გათგვალისწინებული კიდევ ერთი სამუზეუმო ზონის მეშვეობით, რომლის სახელწოდებაა „ევროპისაკენ - დამოუკიდებლობით“, მუზეუმის ვიზიტორები კარიბჭიდან მიმავალი ცენტრალური ბილიკით კომპლექსის სიღრმეში გადაადგილდებიან.


სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მემორიალური სტელა, რომელზეც ვერცხლზე ამოტვიფრული 1918 და 1991 წლების აქტები ჩამონტაჟდება. მუზეუმის თემატურ ზონებს გააერთიანებს ეზოს მცენარეული საფარი, რომელიც სპეციალური დიზაინით და ე.წ. „ინგლისური პარკის“ ელემენტებით კეთილმოეწყობა. კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში მდებარეობს. კომპლექსი 1987 წელს დაარსდა და მასში 168 სამუზეუმო ექსპონანტია დაცული. სახლ-მუზეუმის კომპლექსი 19 018 კვ.მ. ფართობზეა გადაჭიმული და რამდენიმე ნაგებობას - ოდა სახლს, ჯარგვალს, ნალიას, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენასა და შესასვლელ „კარიბჭე”-ს აერთიანებს.












აშშ-ში მსხვილი რუსული კომპანიის ანგარიშები გაყინეს - რას ამბობს Crocus Group-ის ქართველი წარმომადგენელი

აშშ-ში მსხვილი რუსული კომპანიის ანგარიშები გაყინეს - რას ამბობს Crocus Group-ის ქართველი წარმომადგენელი
person access_time2018-10-22 20:00:00
21 სექტემბერს გამოცემა BuzzFeed-მა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სპეცპროკურორი რობერტ მიულერი დაინტერესდა რუსული კომპანია Crocus Group-ის დამფუძნებლის არაზ აგალაროვის და აშშ-ში მის წარმომადგენელის ირაკლი ყაველაძეს შორის განხორციელებული ფულადი ტრანზაქციებით. საინფორმაციო საშუალების მონაცემებით, 2016 წლის 3 ივნისს აგალაროვი შეეცადა აშშ-ს წარმომადგენლობაში 3,3 მლნ. დოლარის გადარიცხვას  - ამის შემდეგ იყო 9 ივნისი, როდესაც რუსული კომპანიის...

„Fear Group“-ის დამფუძნებელი: „გარდაუვალია ის ფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში“

„Fear Group“-ის დამფუძნებელი: „გარდაუვალია ის ფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში“
person access_time2018-10-22 20:31:30
სტივენ ფეარი საერთაშორისო ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენმოუწოდებს. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო სულ უფრო მეტად ცნობადი გახდა მსოფლიოშიდა ამის მიზეზს მარტივად მიხვდებით, თუ ამ შესანიშნავ, დემოკრატიულ ქვეყანასა და ხალხსისე გაიცნობთ, როგორც მე ვიცნობ. შესაძლოა, ეს ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა მსოფლიოში“ - ამის შესახებ მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელი,სტივენ...

ეკოლოგიური კატასტროფა ვლადიკავკაზში - მოსახლეობა ქალაქს ტოვებს

ეკოლოგიური კატასტროფა ვლადიკავკაზში - მოსახლეობა  ქალაქს ტოვებს
person access_time2018-10-22 15:30:02
ქარხანა „ელექტროცინკზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები ადამიანების სოცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონულ განყოფილებაში. ხანძარი საწარმოში 21 ოქტომბერს დილით გაჩნდა, შედეგად ქალაქის მოსახლეობა ჯანმრთელობის გაუარესებას - კერძოდ, თავის, ყელის და თვალების ტკივილის უჩივის. ვლადიკავკაზში არსებობს ინფორმაცია, რომ „ელექტროცინკში“...

ილონ მასკი: პირველი სატრანსპორტო გვირაბი 10 დეკემბერს გაიხსნება

ილონ მასკი: პირველი სატრანსპორტო გვირაბი 10 დეკემბერს გაიხსნება
person access_time2018-10-22 18:34:16
ილონ მასკის განცხადებით, პროექტი, რომელიც ქალაქებს შორის გვირაბების სატრანსპორტო სისტემის მშენებლობას ითვალისწინებს, პირველ მნიშვნელოვან ფაზას ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან საკუთარ ოფიციალურ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ პირველი გვირაბის მშენებლობა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე კომპანია Boring Company მუშაობს, რომელიც მასკის მფლობელობაშია. ეს არის პროექტი, რომელიც გვირაბების სრულიად ინოვაციური...

ანა დოლიძე სააკაშვილის ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებს - დღეს რომ სასამართლოში მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს, ამის მიზეზი ხელისუფლების დამოკიდებულებაა

ანა დოლიძე სააკაშვილის ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებს - დღეს რომ სასამართლოში მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს, ამის მიზეზი ხელისუფლების დამოკიდებულებაა
person access_time2018-10-22 17:30:20
საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სასამართლო სისტემა და პროკურატურა. მიუხედავად წლების მანძილზე გატარებული რეფორმებისა თუ საკადრო ცვლილებებისა,  ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი სისტემები ყველა ხელისუფლებისთვის ქვაკუთხედად რჩება. ამ ფონზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების ახალი ინიციატივები გააჟღერა. სამი იდეის ზუსტ...


მსგავსი სიახლეები

up