ბრიტანელმა ომის ვეტერანმა, ტიმ მორმა, რომელსაც მალე 100 წელი შეუსრულდება, 15 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა თავის ბაღის წინ სეირნობით. გადამდგარი კაპიტანის მიზანი იყო ასჯერ გაევლო თავისი 25-მეტრიანი ბაღის წინ დასაყრდენი საშუალებით ასი წლისთავისთვის.
თავიდან მურს დაგეგმილი ჰქონდა 1250 დოლარის შეგროვება და თანხის შეწირვა სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახურისთვის.
მის მოწოდებას გამოეხმაურა 600 ათასი ადამიანი, რამაც მისი საიტის დროებითი გაჩერებაც კი გამოიწვია. მურმა ახლა კიდევ ერთხელ უნდა შემოუაროს თავის ბაღს ბედფორშირში, რათა მიზანს მიაღწიოს.
"ბოლო ომის დროს ჯარისკაცებს ეცვათ ფორმა ფრონტის ხაზზე. ახლა ჩვენი არმია ექიმები და ექთნები არიან უნიფორმებში", უთხრა მან ITV-ის პროგრამა Good Morning Britain-ს ამ კვირის დასაწყისში. „ჩვენ ამას გადავურჩებით“ - განაცხადა ომის ვეტერანმა, რომელიც ინდოეთში, ბირმასა და ინდონეზიაში მსახურობდა მეორე მსოფლიო ომის დროს.
რადიო „თავისუფლება“