9.00-იანი ნიშნული დაძლეულია, ლირა რეკორდულ ვარდნას განაგრძობს

9.00-იანი ნიშნული დაძლეულია, ლირა რეკორდულ ვარდნას განაგრძობს

access_time2021-10-13 14:00:32

თურქული ლირა ისტორიულ მინიმუმზეა. 12 ოქტომბერს აშშ დოლარის ღირებულება 9.00-იან ნიშნულს გადასცდა, 13 ოქტომბერს დილით Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსი 9.03-ს შეადგენდა. წინა წლების გამოცდილების საპირისპიროდ, ლარი მეზობელი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებაზე ჯერჯერობით არ რეაგირებს.



თურქეთი საქართელოს #1 სავაჭრო პარტნიორია. იმპორტში მისი წილი 17.7%-ს შეადგენს - 1.7-ჯერ მეტს, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფი რუსეთი.




სხვა თანაბარ პირობებში ლირის გაუფასურება თურქული პროდუქციის გაიაფებას და იმპორტის მოცულობის ზრდას უნდა იწვევდეს. თუმცა საქართველოში ლირის ვარდნას ლარის ვარდნაც მოჰყვებოდა ხოლმე. 2018 წლის აგვისტოში ლირა დოლართან მიმართებაში 4.90-დან 6.65-მდე გაუფასურდა, იმავე პერიოდში დოლარის ღირებულება 2.45 ლარიდან 2.64 ლარამდე გაიზარდა. 2019 წლის მარტიდან მაისამდე ლირა 5.47-დან 6.07-მდე გაუფასურდა, პარალელურად ლარის კურსიც 2.67-დან 2.80-მდე შეიცვალა. 2020 წლის სექტემბრიდან ნოებრამდე ლირა 7.35-დან 8.51-მდე გაუფასურდა ლარი კი შესაბამისად 3.07-დან 3.36-მდე. ლირის გაუფასურება პირდაპირ ლარის გაუფასურებას ვერ გამოიწვევს. წინა მოვლენები ნაწილობრივ შეიძლება ცრუ მოლოდინებით ყოფილიყო გამოწვეული, ნაწილობრივ კი „საგარეო ფაქტორები“ უბრალოდ თავის სამართლებელ მიზეზად იყო დასახელებული.



ლირა დოლარის პარალელურად სხვა ვალუტებთანაც გაუფასურდა, თუ წლის დასაწყისში 1  ლირა 44 თეთრი ღირდა, 12 ოქტომბრის ოფიციალური კურსით მისი ფასი 35 თეთრამდეა შემცირებული. მეზობელი ქვეყნის ვალუტის ვარდნა უარყოფითად აისახა ემიგრანტების ნაწილის ოჯახების შემოსავლებზეც. 1000 ლირა იანვარში 440 ლარი იყო, დღეს კი მხოლოდ 350.



თეგები:
ლირა ლარი



ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს

ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს
access_time2022-12-09 00:23:06
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება. ამ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრ...

ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის - ენტონი ბლინკენი

ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის - ენტონი ბლინკენი
access_time2022-12-08 22:27:45
ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მათი სამხედროები აშშ-ისა და ნატოს სამხედროებთან ერთად სამსახურს გადიოდნენ კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში. ისინი ნატოს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” და “გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობა” პროგრამების წევრები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, მათ არმიას...

მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე - იციან თუ არა საქართველოში ქალებმა საკუთარი უფლებები

მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე - იციან თუ არა საქართველოში ქალებმა საკუთარი უფლებები
access_time2022-12-08 21:25:37
ქვეყანაში ქალთა უფლებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე მსჯელობდნენ დღეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში ნინო ლიპარტიას საავტორო გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“. როგორც გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან მამაცაშვილმა აღნიშნა, ქალთა მიმართ ჩაგვრასა და ძალადობასთან მიმართებით ქვეყანაში სამწუხარო ვითარებაა. „მნიშვნელოვანია, რომ თავად ქალებმა იცოდნენ თუ რა უფლებები, რა ვალდებულებები და თავისუფლებები...

ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო

ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო
access_time2022-12-08 20:51:47
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ხორვატიის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ, ამავდროულად, უარი უთხრეს ბულგარეთსა და რუმინეთს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Digi24 და ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში ჩეხეთის თავმჯდომარეობა ავრცელებენ. აღინიშნება, რომ შენგენის ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის შესვლის წინააღმდეგ ხმა ავსტრიამ და ნიდერლანდებმა მისცეს. ნიდერლანდება დააზუსტეს, რომ რუმინეთის წევრობის წინააღმდეგ არ გამოდიან,...

საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
access_time2022-12-09 00:00:39
საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. საქსტატის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 5,375.52 ათასი დოლარის ბიუსტჰალტერები (მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟისა, ან არატრიკოტაჟისა) გავიდა, რაც გასული წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე გასული  ბიუსტჰალტერების ღირებულებასთან შედარებით 44%-იან ზრდას აჩვენებს.   2022 წლის ათ თვეში საქართველოდან უცხოეთის სხვადასხვა ბაზრებზე სულ 276.78 ტონა ...


მსგავსი სიახლეები

up