„90%-იანი თანადაფინანსებით მთავრობა ბიზნესს რისკიანი სესხის აღებისკენ უბიძგებს?!“

„90%-იანი თანადაფინანსებით მთავრობა ბიზნესს რისკიანი სესხის აღებისკენ უბიძგებს?!“

access_time2020-05-04 10:00:47

„საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის განსაზღვრული იქნება 300 მილიონი ლარი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მეწარმეების დახმარებისთვის. ძირითადი მიმართულება და მიზნობრივის ჯგუფები იქნებიან მცირე და საშუალო მეწარმეები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ინსტრუმენტით შევძლებთ 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გამყარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სესხის 90%-ზე  გარანტიის საშუალებას მისცემს, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ მეწარმეებისთვის, რომლებსაც დაწყებული აქვთ გარკვეული პროექტები და ამ კრიზისულ პერიოდში გაბედავენ და გადადგავენ ნაბიჯს ახალი მიმართულებებისა და ახალი ბიზნესების შესაქმნელად. თუმცა, იმ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ძველი სესხები, რესტრუქტურიზაციის სახით, სახელმწიფო შეეხიდება 30%-ის გარანტირების ნაწილში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმა ეკონომიკური გეგმა წარადგინა.


ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის შექმნით არსებობს იმის რისკი, რომ ბიზნესმა რისკიანი სესხების აღება დაიწყო.


„90% თანადაფინანსება ბიზნესისთვის ნიშნავს იმას, რომ ბიზნესების დიდ რაოდენობას, მათ შორის, იმას, ვისაც ლიკვიდობის პრობლემა არ აქვს, ექნება სურვილი, რომ ეს სესხი აიღოს. თუ გულისხმობენ იმას, რომ სესხის თანხის 90%-ის დაზღვევა ხდება, გამოდის რომ თუ ბიზნესი ვერ დააბრუნებს ამ სესხს, მთავრობა გარანტად უდგება და ბანკს თვითონ უხდის თანხას, ეს ბიზნესისთვის დიდი სტიმულია რომ თანხები აიღოს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ასეთ მაღალ თანადაფინანსებაზეა საუბარი, არსებობს დიდი შანსი, რომ ბიზნესმა რისკიანი სესხები აიღოს, ბანკისთვის კი ეს რისკებს ამცირებს, რადგან მისთვის სახელმწიფოა გარანტორი. გეგმას თუ ვნახავთ, საუბარია  2 მლრდ ლარის ღირებულების სესხებზე, რაც საკმაოდ სოლიდური და დღევანდელ პირობებში რელევანტური თანხაა. ბანკებისთვის რისკები მცირდება თუმცა, თუ სესხები გაფუჭდება ეს ბიუჯეტს დააწვება და მას ის 300 მლნ ლარი დაუჯდება. საბოლოოდ გამოდის, რომ საკრედიტო საგარანტიო სქემა საშუალებას იძლევა ბიზნესს ხელი შეუწყოს, ფინანსური სექტორის რისკები შეამცირონ და რისკის დიდი ნაწილი ბიუჯეტზე გადავიდეს“, - განმარტავს გიორგი მჟავანაძე.


მსგავს ინიციატივას ბიზნესისთვის დადებითად აფასებს ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც, თუმცა, მიაჩნია, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში აუცილებელია ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყოფილი თანხები რეალურად ეკონომიკაში წავიდეს.



„საკრედიტო-საგარანტიო პროექტზე საუბარი ჯერ კიდევ 2 წლის წინ იყო, რის მიხედვითაც მცირე და საშუალო ბიზნესს საგარანტიო ფონდისგან დახმარება უნდა მიეღო, მაგრამ ეს საკითხი აქამდე გააჭიანურეს  და რატომღაც მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რომ ბიზნესს კრიზისის შემდეგ ძალიან გაუჭირდება და ეს დასჭირდება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ძირითადად, ბანკები სარგებლობენ, რადგან სახელმწიფო ბიზნეს დაუდგება გარანტორად და ბიუჯეტიდან ფული ისევ ბანკებს უნდა გავუყოთ. ჩვენი ეკონომიკური გუნდის აზროვნება ისე არის მოწყობილი, რომ ვერცერთი სქემა ვერ მოიფიქრეს ისე თუ ბანკი არ ასარგებლეს. ვფიქრობ, რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყოფილი თანხები რეალურად ეკონომიკაში წავიდეს“, - აცხადებს მერაბ ჯანიშვილი.


ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ 300 მილიონიანი საგარანტიო ფონდი იძლევა 9-ჯერ მეტი ფინანსური რესურსის მიღების საშუალებას საკრედიტო დაწესებულებებიდან, რაც უპრეცედენტოდ დიდი თანხაა.


გაუგებარია, აბსურდამდე დასული პრეტენზიები თითქოს ეკონომიკის სტიმულირების გეგმა არასათანადოდ ითვალისიწინებდეს ბიზნესის და პირველ რიგში ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. სწორედ საკრედიტო-საგარანტიო სქემების გამოყენებით გახდა წარმატებული პრაქტიკულად ყველა ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა იქნება სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, კანადა, თურქეთი თუ ისლანდია. 300 მილიონიანი საგარანტიო ფონდი იძლევა 9-ჯერ მეტი ფინანსური რესურსის მიღების საშუალებას საკრედიტო დაწესებულებებიდან, რაც არის უპრეცედენტოდ დიდი თანხა და შესაძლებლობა ადგილობრივი წარმოებისათვის, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე. 

 

რისკიანი გადაწყვეტილებად მიიჩნევს ამ ინიციატივას და განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომიკის დოქტორს მიხეილ თოქმაზიშვილს. მისი თქმით, სავარაუდოდ, მთავრობას არ აქვს დათვლილი რამდენად გაწვდება ამ თანხებს ქვეყნის ბიუჯეტი და დონორებისგან მისაღები თანხების იმედად არის.


„ვფიქრობ, დათვლილი არაფერი არ აქვთ, ეს არის მხოლოდ ჰაერიდან მოტანილი რიცხვები. არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, რომ ყველაზე უკეთესია მეწარმეს დაუფინანსო არა კრედიტის თავი, არამედ საპროცენტო განაკვეთი და დანარჩენი თვითონ უნდა დაფაროს, მაგრამ მთავრობა როგორც ჩანს ახლა არკვევს რა შესაძლებლობები აქვს და რა არა. მოლოდინი აქვთ, რომ 3 მლრდ-ს მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მაგრამ ეს მხოლოდ მოლოდინია, დამტკიცებული არაფერია, მნიშვნელოვანია რამდენ ხანში მიიღებენ ამ თანხებს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებაა, რადგან არა მგონია დათვლილი ჰქონდეთ რეალურად გაწვდება თუ არა ამას ჩვენი ბიუჯეტი“, -  ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

 

ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up