„90-იანებში ტყვიის არ შეშინებია ხალხს ისე როგორც დღეს კორონავირუსის ეშინიათ“- ბაზრობები მომხმარებლების  გარეშე დარჩნენ

„90-იანებში ტყვიის არ შეშინებია ხალხს ისე როგორც დღეს კორონავირუსის ეშინიათ“- ბაზრობები მომხმარებლების გარეშე დარჩნენ

access_time2020-03-29 21:00:06

კორონავირუსის გამო ქვეყნის მასშტაბით გამოცხადეებულმა საგანგებო მდგომარეობამ ბევრ სექტორში ფინანსური კრიზისი გამოიწვია. მდგომარეობა მძიმეა ბაზრობებზეც, სადაც დახურული შენობისა და შეჩერებული ვაჭრობის მიუხედავად, სივრცის შენახვა მაინც უწევთ. რაც აუნაზღაურებელ ხარჯთანაა დაკავშირებული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ბაზრობებზე მოვაჭრეთა ნაწილმა  თავიანთი ინიციატივით სამუშაო ადგილები დროებით დახურეს, დღეს კი ყველა სავაჭრო ობიექტი გაჩერებულია.

მოთხოვნა,  მხოლოდ პირველად პროდუქტებსა და მედიკამენტებზეა გაზრდილი.

 

„ლილო მოლის“ გენერალური  დირექტორი გია  კავარაცხელია „კომერსანტთან“ საუბრობს, რომ  90-იანი წლებში, როდესაც ქალაქში ტყვიების ხმა ისმოდა ქვეყანა არ გაჩერებულა, ახლა კი მდგომარეობა მკვეთრად შეცვლილია, ხალხი კი შეშინებული.

 

 „კორონავირუსის გამო ჯერ საგრძნობლად შემცირედა მყიდველების რაოდენობა, დღეს კი ბაზრობა მთლიანად დახურულია. წარმოიდგინეთ 6500 მაღაზიაა დახურული და 20 000 თანამშრომელი უმუშევრადაა დარჩენილი. ფინანსების დათვლა ახლა წარმოუდგენელია  თუმცა ხარჯი უზარმაზარია. ჩვენი ვალდებულებები, იმ საქონლის შენახვა , რომელიც აუცილებელია,  ობიექტის დაცვა კომუნალური გადასახადები, თუ ეს გაგრძელდა ნამდვილად არ მინდა წარმოდგენა  რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ხალხი ძალიან შეშინებულია, ვიტყოდი, რომ ასეთ მდგომარეობაში 90-იან წლებშიც არ ყოფილან, როდესაც ქვეყანაში ტყვიების ხმა ისმოდა. “-ამბობს გია კვარაცხელია.

 


რაც შეეხება კორონავირუსის გამო, დაკეტილ ადგილებზე იჯარის გადასახადს გია კვარაცხელია აცხადებს, რომ  თუ ადამიანმა ვერ იმუშავა, რა თქმა უნდა, გაუუქმდებათ ამ პერიოდის იჯარა.

 

 „ლილო მოლისგან“ განსხვავებით თავიანთი სურვილით საკუთარი ადგილები დროებით დაკეტეს ტანსაცმლით მოვაჭრე პირებმა. ბაზარზე მუშაობას მხოლოდ სასურსათო პროდუქტით მოვაჭრეები აგრძელებენ მუშაობას.

 

გლდანის აგრარული ბაზარი შპს „მერკატოს“ -დირექტორი  ზურაბ ნადარიას თქმით, ბაზარს მყიდველების რაოდენობა მკვეთრად მოაკლდა.

 

“ბაზრობაზე დარჩენილია ის დახლები, რომლებიც სურსათს, ხილს, ბოსტნეულს და მსგავს პროდუქტებს ყიდიან. სივცრეები კი სადაც ტანსაცმელი იყიდებოდა დახურულია. მყიდველების სიმცირის გამო , თვითონ გადაწყვიტეს გამყიდველებმა დაეხურათ თავიანთი ადგილები. რაც შეეხება იჯარას, ადმინისტრაცია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და გადასახადისგან გაანთავისუფლებს მოიჯარეებს. რადგან გადახდას ფიზიკურად ვერ შეძლენებ დაკეტილი  ადგილების გამო.“-ამბობს ზურაბ ნადარაია.


ნათია ლომიძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up