მაჟორიტარი დეპუტატები  NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ  ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია

მაჟორიტარი დეპუტატები NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია

access_time2019-09-17 19:00:57

გამოკითხულთა 49 % ფიქრობს,  რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


63% ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია;



84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს.



54% ამბობს, რომ გასულ წელს მკურნალობა გადადო, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა.


48% -ის თქმით, ბოლო 6 თვეში ჰქონია შემთხვევა, როცა კომუნალურები ვერ გადაიხადა.


43% ამბობს, რომ ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ.


ეს NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა. კვლევა ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. არადა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნების“ მოსახლეობას “კეთილდღეობას და სწრაფი განვითარებას“ პირდებოდა.


“ კომერსანტი“ დაინტერესდა გრძნობენ თუ არა დღეს პირად პასუხისმგებლობას არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატები.


მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი აცხადეს, რომ NDI -ს კვლევა მნიშვნელოვანი არ არის და ხშირად აცდენილია რეალობას. თუმცა ამბობს იმასაც, რომ ქვეყანაში ბევრი რამ უნდა გამოსწორდეს. მისი თქმით, CRRC–საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევები ოპოზიციური პარტიებისთვისაა განკუთვნილი, რათა მათ სალაპარაკო ჰქონდეთ.



„პასუხისმგებლობა ყველა ჩვენთაგანს ეკუთვნის ჩადენილ საქციელებთან დაკავშირებით.  NDI -ს კვლევა საერთოდ არ მჭირდება მე ის დასანახად, სად არის პრობლემები და რა უნდა გამოსწორდეს. NDI -ს კვლევის ცდომილება ყოველთვის დიდი იყო და რეალობიდან ძალიან შორს იყო. მე არ ვამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია და ქვეყანას არაფერი საკრიტიკო  არ სჭირს, მაგრამ  ყველას უნდა მთავრობისკენ გადაისროლოს კენჭი.  ათვლის დღეიდან დაწყება მემგონი არ არის სწორი, დამოუკიდებლობის დღიდან ქვეყანას რა პრობლემებიც ჰქონდა ყველაფერი დიდი პრიზმაში უნდა განვიხილოთ. თუმცა, ცხოვრება გრძელდება და უნდა ვიზრუნოთ უკეთესობისთვის“, -აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.

 

“კომერსანტის“ კითხვაზე რატომ ვერ შეძლო მმართველმა გუნდა არსებული რეალობის შეცვლა და რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ 7 წლის წინ დაპირებული სწრაფი კეთილდღეობა  ზაზა პაპუაშვილის პასუხი შემდეგია:

 

„ჩვენ რომ დავსხდეთ და ვრცლად ვისაუბროთ ძალიან ბევრ კეთილდღეობას აღმოვაჩენთ, თუნდაც ყოველდღიურად კანონებში რა ცვლილებიც შედის, თუნდაც ჯანდაცვაში ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება.  ჩვენ გარშემო ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები, სამეზობლოშიც მსოფლიოშიც და როდესაც არ გაქვს ძლიერი ეკონომიკა გინდა არ გინდა ეს ყველაფერი გავლენას ახდენს“,  განმარტავს ზაზა პაპუაშვილი.

 

ზაზა პაპუაშვილის მოსაზრებას იზიარებს ჭიათურის მაჟორიტარი სულხან მახათაძე.“ ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ NDI -ს კვლევა ხშირად არ მართლდება და საზოგადოების განწყობას არ ასახავს.

 

„NDI -ს კვლევები ხშირად, თუნდაც პოლიტიკურ ნაწილში არ გამართლებულა და არჩევნებმა ბევრჯერ დაადასტურა ეს. არ არსებობს ინდიკატორი, რომელიც სიზუსტით გაზომავს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაში არსებობს. პრობლემები ნამდვილად ბევრი გვაქვს, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. განვითარების დონით, რომ არ ვართ იმ დონეზე როგორც ევროპული ქვეყნებია, ამას ყველა ვაღიარებთ მაგრამ, იმ წლების პროგრესსაც ხომ ვხედავთ და ვატყობთ, რაც გამოვიარეთ. ბუნებრივია, ჩემი ქალაქიც კარგად მახსოვს 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში ცუდი მოვლენები ვითარდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩემი მუნიციპალიტეტის მაგალითზე პროგრესი თვალში საცემია, ძალიან ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა, რა თქმა უნდა, უმუშევრობა გამოწვევად რჩება . მივდივართ წინ მაგრამ, იმ მოლოდინებით და იმ განცდით, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ რადიკალურად, მყისიერად, 180 გრადუსით შემობრუნდეს, ყველაფერ ამას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვერ პასუხობს“,-განმარტავს სულხან მახათაძე.

 

იმავე კითხვაზე - რატომ ვერ შეძლო მმართველმა გუნდა არსებული რეალობის შეცვლა და რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ 7 წლის წინ დაპირებული სწრაფი კეთილდღეობა პასუხი შემდეგია:


“ფინანსისტი ვარ და კარგად ვაკვირდები ჩვენ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მაგრამ თავი და თავი გვავიწყდება, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის ინტეგრირებული და, რა თქმა უნდა, ჩვენი სავაჭრო პარტნიორები და მათი ქვეყნის ეკონომიკა, რყევები გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. არ ვართ დიდი ბუნებრივი რესურსების მატარებელი ქვეყანა, რომელიც დამატებით შემოსავალს მოუტანს ქვეყანას. ამიტომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, რომ მცირე მეწარმეობა განვითარდეს, მაგრამ მოსახლეობის ჩართულობის გარეშე ეს გამორიცხულია. რატომ განიცდის ლარის კურის მუდმივ რყევებს, იმიტომ რომ იმპორტირებული საქონელი შემოგვაქვს უფრო მეტი ვიდრე ექსპორტზე გაგვაქვს. ეს არის მთელი მიზეზი იმისა, რომ თუ ჩვენ ადგილზე არ ვაწარმოეთ, ადგილზე თუ არ შევქმენით პროდუქტი  ეკონომიკას ვერ გავაძლიერებთ.  ინვესტიციის ჩადების კუთხით, საწარმოო პროცესის განვითარების კუთხით  ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი.“


და ამ ყველაფრისთვის, თქვენ როგორც ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, რა გააკეთეთ?


“ ჩვენ  კანონებზე ვმუშაობთ და შედეგი აუცილებლად გვექნება“  ამბობს  სულხან მახათაძე.


ბაჩო ადამია





ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up