2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 24%-ით $2.981 მლრდ-მდე, იმპორტი 21.6%-ით $7.028 მლრდ-მდე და მთლიანი საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 22.3%-ით $10 მლრდ-მდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა პირველ სამ კვარტალში $4.047 მლრდ სავაჭრო ბრუნვის 40.4% შეადგინა.
უშუალოდ სექტემბერში ექსპორტი 13%-ით $374 მლნ-მდე, ხოლო იმპორტი 12.3%-ით $926 მლნ-მდე გაიზარდა.
საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 19 ოქტმობერს გამოაქვეყნებს.