სამშენებლო ნებართვებზე მაღალი მოთხოვნაა და იანვარ-სექტემბერში 7425 ნებართვაა გაცემული, რაც 6,5%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, ნებართვები მთლიანობაში 5371,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზეა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36,9%-ით მეტი) გაცემული. ნებართვების 73,7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, სამშენებლო სამუშაოების 47% თბილისზე, 9,3% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,9% - ქვემო ქართლზე, 8,5% - იმერეთზე.
2021 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4
რეგიონზე. 27,8% თბილისზე, 12.7% - კახეთის რეგიონზე, 11,1% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, ხოლო 11% - ქვემო ქართლის რეგიონზე.
სულ, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულია 1155.4 ათასი კვ.მ ფართობის (წწ 3.4%-ით ნაკლები) 1708 ობიექტი (წწ 18.1%-ით მეტი).
business-partner.ge