9 ნოემბერს ჭიათურაში

9 ნოემბერს ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" თანადაფინანსებით “ჭიათურობა 2019“ გაიმართება

access_time2019-11-08 18:55:23

9 ნოემბერს, შაბათს ჭიათურაში სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2019“ გაიმართება, რომელსაც სპონსორობას “ჯორჯიან მანგანეზი” გაუწევს.


”ჭიათურობა 2019”-ზე სხვადასხვა შინაარსის ღონისძიება მოეწყობა. ღონისძიებების პროგრამა მრავალფეროვანი კულტურული აქტივობებით იქნება დატვირთული.


დღესასწაული სტარტს 9 ნოემბერს 11 საათიდან კერძოდ, ნაგუთიდან კონცერტით აიღებს, სადაც ასევე რამდენიმე ლოკაციაზე კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის ფაცხა მოეწყობა.


„ჭიათურობა 2019“-ის ფარგლებში, ადგილზე წარმოდგენილი იქნება - ფოტოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ასევე მოეწყობა ბიბლიოთეკები.



გასართობი ღონისძიება ლეჟუბანშიც გაიმართება, სადაც საბავშვო წარმოდგენა, იმერული ეზო და ფლეშმობი მოეწყობა. დაგეგმილი დღესასწაულის ფარგლებში, ნინოშვილის ქუჩაზე, პირველი სკოლის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობამდე გზა გადაკეტილი იქნება. ამასთან, „გამარჯვების პარკში” ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყობა, სადაც სხვადასხვა კომპანიის მიერ საკვები და გასართობი კუთხეები განთავსდება. მათ შორის, „ჯორჯიან მანგანეზი” თავის მხრივ პატარებს საბავშვო-გასართობი ზონით უმასპინძლებს.


ღონისძიება „გამარჯვების პარკიდან” კულტურის სასახლის ეზოში გადაინაცვლებს, სადაც 6 საათზე გალა კონცერტი გაიმართება და კონცერტთან ერთად ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაც მოეწყობა.


კონცერტზე საზოგადოების წინაშე წარდგებიან: „უსა“, „რეაქტივი“, ანდრია გველესიანი, აჩიკო ნიჟარაძე, თიკა ჯამბურია და მარიკა თხელიძე.


კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ წინასწარ ულოცავს ჭიათურელებს „ჭიათურობა 2019“-ს.








20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...

ბიზნესი პრემიერს ამხნევებს - კერძო სექტორმა გახარიას ორი მოთხოვნით მიმართა

ბიზნესი პრემიერს ამხნევებს - კერძო სექტორმა გახარიას ორი მოთხოვნით მიმართა
access_time2020-10-20 16:26:31
„ჩვენ შეხვედრის დასაწყისშივე გავამხნევეთ პრემიერი და მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ იყო , ფორმაში იყო და ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის იმიტომ, რომ არაორდინალურ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს,“- საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ჟურნალისტებთან ბიზნეს ასოცაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ისაუბრა იმ ძირითად საკითხებზე, რაც ბიზნესმა დღის წესრიგში დააყენა. მისი...

„m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს

„m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს
access_time2020-10-20 14:50:23
„m2 ჯგუფი“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.  ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება და, თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი, კუთვნილ ბინებს მიიღებს. პროექტი თბილისის მერიასთან 23 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი...


მსგავსი სიახლეები

up