"9 მთა" წარმოების საქართველოში გადმოტანას გეგმავს

access_time2021-10-24 18:30:39

„9 მთამ“ ლუდის ფასი 15%-ით გაზარდა. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, მიზეზი არაერთია, მათ შორის ლარის გაუფასურება და ნედლეულის გაძვირება.

„პირველ ეტაპზე მაქსიმალურად ვცდილობდით ფასები ზრდის მიმართულებით არ შეგვეცვალა, მაგრამ ნედლეულის მნიშვნელოვნად გაძვირების გამო, ამის შესაძლებლობა აღარ გვქონდა. მოგვიწია ფასები დაახლოებით 15%-ით დაგვეკორექტირებინა,“ - აღნიშნა ირაკლი ცინცაძემ.

მისივე განმარტებით, კომპანიის გაყიდვების დიდი წილი სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტზე მოდიოდა, თუმცა პანდემიის დაწყების შემდეგ სტრუქტურა შეიცვალა.

„ჩვენი გაყიდვების დიდი წილი სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტზე მოდიოდა, თუმცა სტრუქტურა შეიცვალა. საცალო ქსელში რეალიზაცია გაიზარდა, ხოლო HoReCa სექტრში შემცირდა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, HoReCa სექტორში ჩვენი გაყიდვები გარკვეულ პერიოდში 80%-ზე მეტად შემცირდა. პანდემიამდე კი ყოველწლიურად 60%-იანი ზრდა გვქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ვართ „კრაფტ ლუდის“ მწარმოებელი კომპანია, შედარებით მაღალ საფასო სეგმენტში შევდივართ და შესაბამისად, პანდემიამ ინდუსტრიული ლუდის მწარმოებელი კომპანიებზე მეტად დაგვაზარალა. HoReCa სექტორში შემცირებულმა აქტივობამ უფრო დიდი დარტყმა მოგვაყენა ვიდრე ინდუსტრიული ლუდის შემთხვევაში,“ - აცხადებს ირაკლი ცინცაძე.

რაც შეეხება კომპანიის საინვესტიციო გეგმებს. პანდემიამ როგორც სხვა სექტორის შემთხვევაში ლუდის ინდუსტრიასაც გეგმები გარკვეულწილად შეუცვალა, თუმცა „9 მთა“ უახლოეს პერიოდში წარმოების სრულად საქართველოში გადმოტანას და ასევე საექსპორტო ბაზრების ათვისებას გეგმავს.


„ბიზნესისთვის რთულია, როცა წინასწარ გათვლილი გეგმით არ მიდიხარ. ჩვენ გვაქვს გეგმები წარმოების საქართველოში გაკეთების, საექსპორტო პოტენციალიც აქვს ჩვენს ლუდს. მიდის ამ მიმართულებებზე მუშაობა, ინვესტრებთან საუბარი და ვფიქრობ, მომავალი წლიდან დავიწყებთ ამის განხორციელებას,“ - ამბობს ირაკლი ცინცაძე.

 


წყარო: „ბიზნესპარტნიორი“





ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up