„9 მთა“ ლუდის  ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე - „კრაფტ ლუდის კომპანიები ერთმანეთთან კონკურენციაში არ შედიან“

„9 მთა“ ლუდის ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე - „კრაფტ ლუდის კომპანიები ერთმანეთთან კონკურენციაში არ შედიან“

access_time2017-12-25 18:20:28

„ჩვენი მიზანია ქართულ ბაზარზე კრაფტ ლუდის წარმოების უმაღლესი ხარისხის სტანდარტები დავნერგოთ და განვავითაროთ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ბაზარზე მიმდინარე წლის ნოემბერში შემოსული ლუდის ახალი ბრენდის „9 მთას“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ლადო კობახიძემ განუცხადა.

 

როგორც კობახიძე განმარტავს, კრაფტის კულტურა 80-იან წლებში ამერიკაში დაიწყო და მას დღეს ბაზრის 20%-ი უკავია. როგორც ახლადდაფუძნებული ბიზნესის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მთავარია მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზო და ამ შემთხვევაში ბიზნესის წარმოება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს.

 

„9 მთა“ ამ ეტაზპე რამდენიმე სასტუმროსა და რესტორანში შედის. ხოლო ამჟამინდელი მოლაპარაკებების შედეგად სამომავლოდ მისი სუპერმარკეტების ქსელებში შეტანა იგეგმება. კომპანია 2018 წელს ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს. მისი საფასო პოლიტიკა 7-ლარიდან 15-ლარამდე მერყეობს.

 

„სიახლის და თავგადასავლების სიყვარულმა მიგვიყვანა თავის დროზე პირველ კათხა კრაფტ ლუდთან. ნორვეგიაში აღმოვაჩინეთ პიროვნება Jikiun Kjetil, რომელიც უნიკალური რეცეპტებით შექმნილი ლუდის მოხარშვაში დაგვეხმარა.

 


ჩვენი მიზანია ქართულ ბაზარზე კრაფტ ლუდის წარმოების უმაღლესი ხარისხის სტანდარტები დავნერგოთ და განვავითაროთ, ამისთვის ჩვენი რეცეპტებით შექმნილი ლუდის პირველი სერია ნორვეგიის ქარხანაში Haandbryggeriet ჩამოვასხით, სადაც კრაფტ ლუდის ხარშვის 15-წლიანი გამოცდილება აქვთ. ის ბაზარზე უკვე არსებული ჩვეულებრივი ლუდისგან თავისი გემური თვისებებით გამოირჩევა.

 

საქართველოში კრაფტ ლუდის ენერგიით დამუხტულები დავბრუნდით და კრაფტ ლუდის კომპანია გავხსენით. სამი სახის კრაფტის- HOPPY LAGER - ის, PALE ALE -ს და უმაღლესი ხარისხის სვიისგან დამზადებული IPA-ს წარმოება დავიწყეთ“, - განუცხადა „კომერსანტს“ ბრენდის მარკეტინგის ხელმძღვანელმა.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, თუ რითი გაუწევს „9 მთა“ ბაზარზე უკვე არსებულ სხვა ბრენდებს კონკურენციას, ლადო კობახიძე აცხადებს, რომ  „კრაფტ ლუდის“ კომპანიები ერთმანეთთან კონკურენციაში არ შედიან, რადგან მათ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. მთავარია ადამიანმა გემრიელი და ხარისხიანი ლუდი დააგემოვნოს, ხოლო ჩვეულებრივი წესით დამზადებულ ლუდს კონკურენტად არ მოვიაზრებთ, რადგან ეს ორი სხვადასხვა სეგმენტია“, - აღნიშნა  კობახიძემ.



ავტორი: ლიკა გურაბანიძე






კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up