9 მარტს ქვეითთა და მძღოლთა საგანმანათლებლო აქცია გაიმართება

9 მარტს ქვეითთა და მძღოლთა საგანმანათლებლო აქცია გაიმართება

access_time2016-03-07 15:54:21

 9 მარტს, 11:00 საათზე, კოსტავას  ქუჩაზე N 75-თან  (ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშანთან), სადაც განთავსებულია წარწერები “დაელოდე მწვანეს”, “კია მოტორსი”, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, “საქართველოს წითელი ჯვარი” , ჟურნალი “ავტობილდი” ქვეითთა და მძღოლთა საგანმანათლებლო აქციას გამართავს. 

 

აქციის მიზანია ინფორმაციის მიწოდება საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის ქუჩის უსაფრთხოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით. 

 

ქუჩის აქციის განმავლობაში “ზებრამენი” (კოსტუმირებული ზებრა) და მოხალისეები მძღოლებს ქვეითებისთვის “ზებრაზე” გზის დათმობის აუცილებლობას შეახსენებენ და სტიკერებს დაურიგებენ წარწერებით “გაატარე ქვეითი ზებრაზე”, ხოლო ქვეითებს მოუწოდებენ დაელოდონ მწვანეს და მხოლოდ შემდეგ გადაკვეთონ გზა. 

 

1 მარტიდან კია მოტორს ჯორჯია უერთდება საქართველოში ბოლო პერიოდში აქტუალურ საკითხს უსაფრთხო გადაადგილებაზე ქუჩებში და მოუწოდებს როგორც  მძღოლებს, ასევე ქვეითებს მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ “ზებრა” გადასასვლელებზე. 

 

კიას ინიციატივით თბილისის ქუჩებში “ზებრა” გადასასვლელებზეც გაკეთდა გამაფრთხილებელი წარწერები : „დაელოდე მწვანეს“- შუქნიშნებზე და “ზებრა” გადასასვლელებზე, სადაც შუქნიშანი არ არის იქ მეგობრული მოწოდება ქვეითებისთვის - „გადასვლამდე გაიხედე“.

 

კიას ამ წამოწყების მიზანია გაზარდოს უსაფრთხოება “ზებრა” გადასასვლელზე, რისთვისაც სპეციალური სტიკერებიც შექმნა: „გაატარე ქვეითი ზებრაზე“. 

 

ყველა  ვისთვისაც მნიშვნელოვანია წესრიგი და საგზაო უსაფრთხოება თავის ავტომობილზე შეუძლია განათავსოს სტიკერი, რომლითაც მოუწოდებს სხვა მძღოლებს არ დაავიწყდეთ ზებრაზე ქვეითის უპირატესობა და აუცილებლად დაუთმონ გზა მას. 

 

სტატისტიკა: 2015 წელს თბილისში დაიღუპა 90 და დაშავდა 3,834 ადამიანი, მათ შორის დაიღუპა 43 და დაშავდა1,305 ქვეითი.



„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...


მსგავსი სიახლეები

up