9 ივნისის ოფიციალური კურსით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 19 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 116 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 9 ივნისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 10 ივნისს შევა ძალაში) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1387 ლარი გახდა. ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.1300 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1427-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გამყარდა და დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8.576 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/8.6054 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 8.5784-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გამყარდა და დოლართან მიმართებაში 519.56 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/519.5500 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 519.5900 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,7 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.7046 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6991 ნიშნულზე იყო.