კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2020 წლის დეკემბრის დასაწყისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 14%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 32 %-ით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 8%-ით და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 9 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 10 დეკემბრისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში წინა დღესთან შედარებით გაუფასურდა და 3.2812 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან $1/3.2800 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2805-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.8155 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.8213-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/516.3100 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 515.8200 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7000 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7000 ნიშნულზე იყო.