ეროვნული ბანკის მიერ 9 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7100 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.06%-ით გაუფასურდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.7075 იყო.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გამყარდა და 17.949 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.26%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 17.9432-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 405.13 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.04%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 405.1200-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6958 ნიშნულზე იყო.