თიბისი შუალედური დივიდენდების გადასახდელად ემზადება და TBC Bank Group-მა აქციონერებს უკვე აცნობა, რომ თანხა 17 სექტემბერს ჩაერიცხებათ, თითო ჩვეულებრივ აქციაზე 1.5 ლარის (ექვივალენტი ფუნტში) ოდენობით.
ქვეყნის უმსხვილეს ბანკს 55,155,896 ჩვეულებრივი აქცია აქვს გამოშვებული, შესაბამისად, დივიდენდის სახით 82.7 მლნ გადაიხდის. თანხა 2021 წლის 3 სექტემბრისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ქართული ლარი/ფუნტი სტერლინგის ოფიციალური გაცვლითი კურსით კონვერტირდება.
ამ დროისათვის თიბისის კაპიტალიზაცია 718.13 მლნ ფუნტია.