$823 მლნ-იანი ინტერვენცია და 15%-ით გაუფასურებული ლარი

$823 მლნ-იანი ინტერვენცია და 15%-ით გაუფასურებული ლარი

access_time2020-11-28 17:00:15

ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 24 სავალუტო ინტერვენციის შედეგად $823 მლნ გაყიდა, ამის მიუხედავად ოფიციალური კურსი 15.3%-ით 2.87-დან 3.31-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვნად გამკაცრებული რეგულაციების პირობებში უახლოესი მომავლის პროგნოზი არც თუ ისე საიმედოა.


2013 წლიდან მოყოლებული ეროვნული კურსის გაუფასურება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, გამონაკლისს მხოლოდ 2017 წელი წარმოადგენდა, როდესაც ლარი მცირედით 2.64-დან 2.59-მდე გამყარდა, სხვა მხრივ 2013 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე ეროვბული ვალუტა 73%-ით 1.66-დან 2.87-მდე გაუფასურდა, ასეთი ტენდენციის მიუხედავად კორონა-კრიზის პერიოდში 2020 წელი მაინც გამორჩეული აღმოჩნდა. მარტში 3 კვირაზე ნაკლებ დროში, მაშინ როდესაც ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა და საქართველოში საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა ოფიციალური კურსი 25.6%-ით 2.77-დან 3.48-მდე გაუფასურდა. ნახტომისებურ ვარდნაში მაღალი იყო პანიკის ხვედრითი წილი, რის გამოც, ასევე სწრაფად 1 კვირაში დოლარის ღირებულებამ 3.16 ლარამდე დაიწია.


ყველაზე მკაცრი ლოკდაუნი აპრილში მოქმედებდა. შესაბამისად აპრილში ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. რეგულაციების შერბილებასთან ერთად მცირდებოდა ვარდნის ტემპიც. მაისში ის 13.5%-ით შემცირდა, ივნისში 7.7%-ით, ივლისში, 5.5%-ით, აგვისტოში 5.3%-ით, ხოლო სექტემბერში 0.7%-ით.


3 კვარტალის ჯამში ეკონომიკურმა ვარდნამ 5%-ს მიაღწია, აქედან პირველ კვარტალში მცირედი 2.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მეორეში 12.3%-იანი ვარდნა, მესამეში - 3.8%-იანი ვარდნა.


კოვიდზე დროებითი გამარჯვების მსგავსად ვარდნის ტემპით გამოწვეული სიხარულიც ნაადრევი აღმოჩნდა. ხელახალი რეგულაციების და 28 ნოემბრიდან პრაქტიკულად სრული ლოკდაუნისპირობებში დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ოქტომბრიდან, განსაკუთრებით კი ნოემბრიდან ვარდნის ტემპი გაზრდილი იქნება, კიდევ უფრო მძიმეა მოლოდინი დეკემბრის შემთხვევაში, როდესაც სხვა თანაბარ პირობებში წინასაახალწლოდ ეკონომიკური აქტიობა, განსაკუთრებით საცალო ვაჭრობის, ე.წ რითეილ სეგმენტში პიკს აღწევდა ხოლმე.


ვარდნის ტემპის კლების მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა 823 მლნ-დან 534 მლნ დოლარი, ბოლო 3 თვეში გაყიდა, თუმცა ლარი მაინც 7.5%-ით 3.08-დან 3.31-მდე გაუფასურდა.



შემცირებული შიდა აქტიობის გარდა ლარზე ყველაზე დიდი დარტყმა ტურისტული სეზონის სრულმა ჩავარდნამ გამოიწვია. მარტიდან დღემდე საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოდ თუ სცილდება 0-ს, დანაკარგმა უკვე $2.5 მლრდ-ს გადააჭარბა.
წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები $140 მლნ-ით $410 მლნ-მდეა შემცირებული. რაც 25.5%-იან ვარდნას აღნიშნავს. იმ შემთხვევაში თუ ვარდნის ტემპი წლის ბოლომდე შენარჩუნდა, 2020 წელს FDI-ს მოცულობა $977 მლნ იქნება - ნომინალურად ყველაზე დაბალი 2010 წლის შემდეგ, მშპ-სთან მიმართებაში კი შეიძლება 2009 წლის დონესაც ჩამოსცდეს და 2000-იანი წლების დასაწყისის მაჩვენებელს დაუბრუნდეს.


რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, აქ პირიქით ვალუტის გადინებაა შემცირებული. 10 თვეში ექსპორტი $340 მლნ-ით $2.715 მლრდ-მდე, ხოლო იმპორტი $1.280 მლრდ-ით $6.444 მლრდ-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს რომ სავაჭრო ბალანსი $942 მლნ-ით გაუმჯობესდა. სხვა თანაბარ პირობებში დინამიკის ასეთი ცვლილება ლარს გაამყარებდა, მაგრამ ლარზე მოქმედი დანარჩენი უარყოფითი ფაქტორები ბევრად მეტი აღმოჩნდა. გარდა ამისა იმპორტის კლება გამოიწვია არა მისი ადგილობრივი პროდუქციიტ ჩანაცვლებამ, არამედ ნავთობზე ფასების კლებამ და მოთხოვნის ანუ მსყიდველობითუნარიანობის შემცირებამ.


რა ხდებოდა წინა წლებში სავალუტო ბაზარზე? ეროვნული ბანკი მხოლოდ დოლარის გაყიდვიტ ბოლოს 2015 წელს იყო დაკავებული, რა დროსაც 9 ინტერვენციის გზიტ ბაზარს $287 მლნ მიაწოდა, თუმცა რეკორდული 27.6%-იანი ვარდნა სწორედ 2015 წელს დაფიქსირდა. მაშინ დოლარი 52 თეთრიტ 1.88-დან 2.40-მდე გაძვირდა. მომდევნო 2016 წელს სებმა თანაბარი რაოდენობის - $280 მლნ-ის ოდენობის თანხა მიაწოდა და ამოიღო ბაზრიდან. 2017 წელს $130 მლნ შეიძინა, 2018 წელს $200 მლნ. 2019 წელს სებს ისევ მოუწია სებს ისევ მოუწია $93 მლნ-ს გაყიდვა, თუმცა უფრო მეტი - $165 მლნ შეიძინა.


სავალუტო ინტერვენციებზე საუბრისას გასათვალისწინებელია ერთი აუცილებელი გარემოებაც, 1-ლი იანვრიდან დღემდე საერთაშორისო რეზერვების რაოდენობა $270 მლნ-ით $3.50 მლრდ-დან $3.77 მლრდ-მდე გაიზარდა, თუმცა 31 აგვისტოს მდგომარეობით $3.93 მლრდ-საც აღწევდა. საქმე იმაშია, რომ სავალუტო აუქციონზე ძირითადად დახმარების (სესხის) სახით შემოსული თანხები გადის და არა რეზერვები.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up